კობახიძე ამბობს, რომ მზადაა დებატებისთვის ყოფილ მინისტრებთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. „თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათს გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო […]

პრემიერი – როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია – იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესეც ისტერიკის გაგრძელებაა. „ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და […]

ირაკლი კობახიძე – 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს. „ასეთი პრაქტიკული დატვირთვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ჰქონდა, ჩვენ არ გვქონდა […]

კახა კალაძე – მძიმე სანახავია, თუ როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს – ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს

დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს? – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვნების გამოყენება. „ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად […]

პრემიერი – ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა – განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ […]

კახა კალაძე – ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს – არ დავუშვებთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს. როგორც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კალაძემ განაცხადა, რადიკალების ხელწერა საზოგადოების ბულინგი და იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მათ „ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს“. „რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც […]

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ელჩთან მთავარი სალაპარაკო თემა ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. „საუბრის დეტალებს ვერ მოგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტორია, რომლის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვისა და ქართველი […]

კახა კალაძის საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, ნუ გამოაყენებინებენ თავს „უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა“. ამის შესახებ კალაძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. მისი თქმით, ქვეყნის განვითარება და ევროინტეგრაცია, ის მთავარი დაპირებაა, რაც „ქართული ოცნების“ […]

აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ კობახიძე შსს-ს და გომელაურს დღეს მეორედ უხდის მადლობას

ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრს ვახტანგ გომელაურს დღეს უკვე მეორედ გადაუხადა მადლობა. მან ჯერ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გადაუხადა მადლობა შს მინისტრსა და პოლიციელებს, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ის კვლავ ირწმუნება, რომ აქციაზე არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევები. “მინდა კიდევ ერთხელ […]

,,კონსტიტუციური ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად’’- “ქალები მომავლისთვის”

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს. ბიზნესფედერაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა და უწყვეტი დემოკრატიისკენ სვლისთვის დასავლური ინტერგაცია აუცილებელია. “ქალები მომავლისთვის” მოუწოდებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, იხელმძღვანელონ კონსტიტუციის 78-ე მუხლით და მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ,,ჩვენ ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრები, ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგული […]