ტრამპმა არაბთა და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში მრჩევლად დაასახელა ბიზნესმენი მასად ბულოსი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მასად ბულოსი მის ადმინისტრაციაში იმუშავებს მაღალი რანგის მრჩევლად არაბთა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ბულოსი – რომელიც ტრამპის ქალიშვილის, ტიფანის მამამთილია – საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ხვდებოდა არაბი ამერიკელების თემის წარმომადგენლებს და მუსლიმთა წინამძღოლებს. ტრამპი უკვე მეორედ ასახელებს მისი შვილების მამამთილებს თავისი ადმინისტრაციის […]

ირანი აცხადებს, რომ სირიაში ტოვებს “სამხედრო მრჩევლებს”

ირანმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ აპირებს სირიაში დატოვოს სამხედრო მრჩევლები – იმ ფონზე, როცა მის მოკავშირე ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო, მოულოდნელი შეტევით დაიკავეს მეამბოხეებმა. ირანი – რომელიც სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო – აცხადებს, რომ სირიაში მხოლოდ სამხედრო მრჩევლები ჰყავს განთავსებული, დამასკის მოწვევის საფუძველზე. […]

გელა ხასაიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის წევრს გელა ხასაიას სახლთან უცნობი პირები თავს დაესხნენ. მას 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. “გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, – წერს გირჩი – მეტი თავისუფლების პრესსამსახური, ანა ყურაშვილი Facebook-ზე.

ანალიტიკოსების გამოხმაურებები და უფლებადამცველების შეფასებები

ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ “ქართული ოცნების” ამომრჩეველს ამ დრომდე სჯეროდა, რომ მმართველი გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია იყო, ისინი ახლა უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არაა. ყოფილი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ წინა კვირის გადაწყვეტილება “ოცნების” ნაბიჯების ლოგიკური და მოსალოდნელი გაგრძელებაა

7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ითამაშეს. განვითარებადი 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის ემზადება და დუბაიში 6 თამაში გამართა. ჯგუფურ ეტაპზე ის Scimitar Storm-სთან 5:28 დამარცხდა, ყაზახურ “აქტაუს” 75:0 მოუგო, ხოლო ფრანგულ “ბიარიცთან” 17:22 დამარცხდა. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩვენი 7-კაცა კვლავ Scimitar Storm-ს შეხვდა და ამჯერად 10 ქულა დათმო (12:22), მერე […]

მამუკა ხაზარაძე – ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში – ელოდეთ ინტენსიურ გაგრძელებას!

ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ქართველი პოლიტიკოსებისა და ძალოვნების დასანქცირებას. მისი თქმით, დასანქცირებული პირები საქართველოში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ატარებენ. „ვულოცავ […]

ადვოკატები: დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან. კერძოდ, განცხადების თანახმად, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად არის ნაცემი, მათი ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში – აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვს დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ […]

“უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა” – ადვოკატების თქმით, დაკავებულებს არაადამიანურად ეპყრობიან

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. მათი ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი. როგორც იურისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, დაკავებულებს მთელს სხეულზე აქვთ სისხლჩაქცევები, დაზიანებები აქვთ სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით, ასევე, კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი. ისინი დაკავებულების […]

სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება – პრემიერი ENKA-სთან არბიტრაჟზე

სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება – პრემიერი ENKA-სთან არბიტრაჟზე ირაკლი კობახიძემ “ნამახვანჰესის” პროექტს “აბსოლუტურად გამართული” უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს. “გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო […]

20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – ირაკლი კობახიძე

20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ […]