პრეზიდენტი – მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან „შავი ძალები“ წინსვლას არ დაიწყებენ – ქვეყნის 80%-ს ევროპული მომავალი სურს, არ სურს რუსეთისკენ სვლა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის ნებაა

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია. „დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი […]

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერს მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვითარებაზე ჰკითხეს. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ შეშფოთებულია ნაბიჯებით, რომელიც მთავრობამ ევროინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგა. “ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს. გზიდან, რომელსაც, როგორც ვიცით, მხარს უჭერს ქართველი ხალხი”, – თქვა მეთიუ […]

თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ყველა დასავლელი მოკავშირისგან იზოლირებული ვიქნებით და ერთადერთი რუსეთი დაგვრჩება – ლალაზაშვილი

BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის შეფასებით, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესება დასავლური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია. როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუკი პროცესები ასე გაგრძელდება, საქართველო ყველა დასავლელი მოკავშირისგან იზოლირებული აღმოჩნდება. „იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობები ძალიან გაგვიფუჭდა, აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეს იქაური კომპანიებისთვის სიგნალია, რომ საქართველოში რაღაც კარგი არ ხდება. თუ ეს […]

მომიტინგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი საპასუხოდ პიროტექნიკას ისვრიან

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც. სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და […]

მილერი: „ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციის გზისგან აშორებს. სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა უშლის ხელს სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, სანქციების დაწესების […]

სირაძის მტკიცებით, „გარკვეულ პირებს გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, აქციაზე მყოფ „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“. „ყველამ დავინახეთ – გარკვეულ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები. აუცილებლად მოხდება იდენტიფიკაცია იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობენ. მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ვაფრთხილებ მათ, რომ არც ისე ცოტა სასჯელია“, – ამბობს იგი. სპეცრაზმმა და ძალოვნებმა დღეს, 2 დეკემბერს, […]

ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი Facebook-ზე ავრცელებს. “ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში”, – წერს ის Facebook-ზე. ზვიად რატიანი 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

სახ.დეპი: აშშ ქართველი ხალხის მხარესაა

“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ [ქართულმა ოცნებამ] ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გადადგეს. გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ და რომელსაც ქართველი ხალხი უჭერდა მხარს”, – თქვა მეთიუ მილერმა. ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს სანქციების დაწესებაზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ “სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოიხილავენ”. “როგორც იცით, სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, […]

რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? – ვაჟა სირაძე მედიის მიერ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? სპეციალურად ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, – ასე პასუხობს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე მედიის მიერ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ კითხვას: „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსეთში იაროთ?“ ვაჟა სირაძის განცხადებით, „აქ არავითარი რუსეთი“ არ არის, არამედ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს […]

სენატორები შაჰინი და რიში საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურებიან

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა – რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა – განცხადება გაავრცელეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კანონმდებლები ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და ამ გადაწყვეტილების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების ძალისმიერ დაშლას. ისინი საუბრობენ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზეც […]