“ამიტომ ვარ კარგ ხასიათზე’ – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: თქვენი აზრით, რატომ იხუვლა ხალხმა ქუჩებში ევროინტეგრაციის გასაპროტესტებლად და რატომ არ იბერტყავდა ყურს პარტიების ხვეწნა-მუდარაზე, რომ გაყალბებული არჩევნები გაეპროტესტებინათ? რატომ გაპარტახდა ცვლილების პერსპექტივა 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე? და რატომ იძრა მიწა 28 ნოემბერს, როცა ევროპულ პერსპექტივას შეეხო რეჟიმი? ამ თემაზე ლაივებში ბევრს ვლაპარაკობ და დავწერ კიდეც. ასე უკეთ მიხვდებით, რომ ახირებული […]

,,სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა” – გურამ როგავა

ჟურნალისტი გურამ როგავა: ,,სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა, მეზობლებს პეტიცია შეუდგენიათ და მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერებს ტოვებენ. ამავე კორპუსში ცხოვრობს და ამ ლიფტით სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ჩემზე თავდასხმის ვიდეო, მხოლოდ მწვავე საჯარო რეაქციებისა და კრიტიკის შემდეგ აჩვენა “პირველი არხის” ეთერში. დღეს ვიღაცას ეს ფურცელი ჩამოუხევია და უხამსი წარწერები დაუტოვებია. მეზობლებმა […]

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის ათწლეულების განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის და, ამავე დროს, დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მე ვრჩები საქართველოს მომავლის ერთგული”, – წერს მაისურაძე სოციალურ ქსელში

ევროკომისარი მარტა კოსი: ევროკავშირი თქვენს მხარეს არის

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: “დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთბელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის”. მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი […]

თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამედიცინო პუნქტში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიიღეს. “უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ. მუდმივად ხდება გაზის გამოყენება. ძირითადად ფიზიოლოგიურ ხსნარებზე და პირბადეებზეა მოთხოვნა, მაგრამ ვეხმარებით სხვადასხვა მედიკამენტებით და […]

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული. „ჩეხეთში საქართველო ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული […]

სუს-მა ბანკებისგან „ნანუკას ფონდის“ ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. „ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. „ნანუკას ფონდი“ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას აგროვებს თანხას სხვადასხმა მიზნით, მათ შორის, დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის – რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე […]

,,2 რჩევა რუსთაველზე მებრძოლ ჟურნალისტებს“ – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,2 რჩევა რუსთაველზე მებრძოლ ჟურნალისტებს: 1. რაც შეიძლება მეტი ალაპარაკეთ მოქალაქეები. ბევრ ‘საზ. მოღვაწეზე’ გასაგებად და დალაგებულად გადმოსცემენ აზრს. პოლიტიკოსებს ისედაც არ გვაკლია ‘ტრიბუნა’. 2. ეს ხალხი არ გაჩერდება. ყველასთვის გასაგებია ეს უკვე. ამიტომ დროა, იქეთ შეუტრიალდეთ ქოცებს და მათ დაუსვათ ეს კითხვა – გეგმა რა არის? რა არის […]

თბილისის საპროტესტო აქცია ფოტოებში

ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისში 28 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მონაწილეები “ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ხელისუფლება ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, 200-ზე მეტი დააკავეს.

ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება – სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. მათივე თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, […]