პრეზიდენტი – შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია – მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო

მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრეზიდენტი აღნიშნულს „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს. „დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე – დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ […]

ბოლო რამდენიმე საათია სპეცრაზმი რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას, მომიტინგეები კი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ – ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, დაკავებულია რამდენიმე პირი

უკვე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი რუსთველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაა. სპეცრაზმი მათი მიმართულებით ისვრის ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას. ამასთან, საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებენ აქციის მონაწილეებს. დემონსტრანტები ამ დროისთვის კვლავ რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფებიან. აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ნაგვის […]

მოქალაქის თქმით, სპეცრაზმელებმა სცემეს და ფეხსაცმელიც კი წაართვეს

აქციაზე დაკავებული დავით ჯალიაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა, დაკავების პროცესში და მის შემდეგაც, სასტიკად სცემეს, ხოლო ერთ-ერთ სხვა დაკავებულს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ჯალიაშვილის თქმით, ძალოვნებმა მას ფეხსაცმელიც კი წაართვეს. „ფორმულასთან“ საუბარში იგი ყვება, რომ 1 დეკემბრის 4 საათზე დააკავეს, შემდეგ კი: „ვცდილობდი ხალხს დავხმარებოდი, გარეთ გამეყვანა, სადაც არ დაიჭერდნენ. მე დამიჭირეს ამ დროს. აქციის მონაწილე […]

მოქალაქე “განსხვავებული ხედვის” გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

სალომე ცისკარაული Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი დონაძემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან ცისკარაულის “ხედვა წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან”. “02.12.2024 წერილი დირექციიდან სალომე ცისკარაულის სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით. მიზეზი: თქვენი ხედვა წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან. თქვენ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში (ფაქტობრივად 6 წელია ვმუშაობ) გამოვლინდა […]

,, რობოკოპები რომ აღარ დაიცავენ, მერე რას აპირებენ?” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,დავითვალე და უკვე ექვსი ელჩი გადადგა ამ სამ დღეში- აშშ, ჩეხეთი,ნიდერლანდები, ლიეტუვა, ბულგარეთი,იტალია( არაა გამორიცხული, კიდევ გაგრძელდეს ეს რღვევა..სავარაუდოდ , გაგრძელდება). პლუს გადადგა საგარეო მინისტრის მოადგილე! დაუპირისპირდნენ საგარეო უწყების თანამშრომლები. პრაქტიკულად, საგარეო ფრონტი ჩამოერღვათ. კობახიძე კი ისევ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ და მისი ნათქვამი, რომ 2028-მდე გააჩერეს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ევროპაზე უარი […]

ბოლო რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას, მომიტინგეები კი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ

უკვე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი რუსთველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაა. სპეცრაზმი მათი მიმართულებით ისვრის ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას. ამასთან, საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებენ აქციის მონაწილეებს. დემონსტრანტები ამ დროისთვის კვლავ რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფებიან. აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ნაგვის […]

აქციის მონაწილეების ნაწილი თავისუფლების მოედანთანაა, მომიტინგეები რჩებიან რუსთაველზეც

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება – ისინი ოპერის თეატრიდან, თითქმის რესპუბლიკის მოედნამდე დგანან. თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, ცისფერ გალერეამდე ტერიტორია სპეცრაზმს უკავია. ადგილზეა წყლის ჭავლის […]

მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენზე თავდასხმას გეგმავენ – საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ. თეიმურაზ ჯანჯალია „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობაში, მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობისას, აღარ არის მინისტრის მოადგილე. „ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ეს შესაძლოა მოხდეს სადარბაზოსთან, […]

ჟორჟოლიანი: სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა

მთავარი არხის ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, შეატყობინეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბანკებიდან მისი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს. “შემატყობინეს, რომ სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ”, – წერს ის. ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თანხას აგროვებს […]

შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი – ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ვრჩებით კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით. განცხადებას ხელს შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი აწერს. „ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა. […]