არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს – საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს. განცხადების ტექსტს ხელს 60 თანამშრომელი (ამ დროისთვის) აწერს, მათ შორის წამყვანები: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. „ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი […]
„კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება“ – ნოდარ ჩხიკვაძე

„კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა, ზოგადი ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა ნოდარ ჩხიკვაძემ განაცხადა.მისი თქმით, ყოველწლიურად კუჭის კიბოთი მსოფლიოში ერთ მილიონამდე ადამიანი ავადდება. „კომერსანტი“ ნოდარ ჩხიკვაძეს კუჭის კიბოს სიმპტომებზე, სკრინინგზე, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა. · რა არის კუჭის კიბო და როგორ ვითარდება იგი? · კუჭის […]
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო – GCCA-ში მოხმარებლების მიერ შემოსული განაცხადების 67%-ს ონლაინ ვაჭრობა იკავებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 70% ქალი და 30% მამაკაცი. „აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 78 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 147 […]
ქართველი ემიგრანტები – მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს, არ დაუშვან საქართველოში რუსეთის ახალი ჰიბრიდული ანექსიის პროექტის წარმატება! – დაუწესონ ეფექტური სანქციები ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს!

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გმობენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას“. განცხადებას ხელს 200-მდე ემიგრანტი აწერს. ისინი საქართველოში მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გარდაუვალი მომავალი არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, ევროკავშირში გაერთიანება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. „საქართველოს […]
შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება. დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
ბათუმში, ევროპის მოედანზე მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია. მოსწავლეები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად, გაფიცული არიან და არ სურთ საგაკვეთილო პროცესზე დასწრება. „თანატოლებს მოვუწოდებთ, ღიად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ევროპასთან დაკავშირებით. გვინდა ევროპული განათლება, ყველაფერი ევროპული რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. გამოსული ვართ სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები […]
დომენიკ მანგო – სპეცრაზმის თანამშრომელმა ჩამომაგლიჯა საყურე და ყური, მიმიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც ორი დასისხლიანებული ადამიანი იყო, ჩაგვიქრეს შუქი და გვირტყეს – ტვინის შერყევა მაქვს

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო), რომელიც სპეცრაზმელებმა 2 დეკემბერს, გამთენიისას, აქციაზე დააკავეს, აცხადებს, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და საყურე ჩამოაგლიჯეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სპეცრაზმელები მას გამეტებით ურტყამდნენ. მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაყვანის შემდეგ, ის კლინიკაში მოხვდა, სადაც ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. „2 დეკემბრის დილას ვიყავით აქციაზე. მე არ ვარ […]
საქართველოში ჩეხეთის ელჩი ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი […]
“ტრუპი” თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა”! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც
“ტრუპი” თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა”! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, “თავებს” ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციიდან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შესახებ, სადაც მსხვერპლის აუცილებლობაზეა საუბარი. მეგრელიშვილის […]
სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში – გია აბაშიძე

სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში – გია აბაშიძე ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის ქართველ სამართალდამცველებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს. „ადამიანობადაკარგული სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, […]