დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირველი ვიზიტი საფრანგეთში ექნება და ნოტრ დამის გახსნას დაესწრება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი საფრანგეთში ექნება და ნოტრ დამის გახსნას დაესწრება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, 7 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაში. „ემანუელ მაკრონმა გაწია შესანიშნავი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ღვთისმშობლის ტაძრის სრული ბრწყინვალება და მეტიც. ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული დღე ყველასთვის“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. […]

“ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება” – ემიგრანტების განცხადება

“ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება” – ემიგრანტების განცხადება ქართველი ემიგრანტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ. ემიგრანტები გმობენ “ქართული ოცნების” ქმედებებს და საერთაშორისო პარტნიორებს ივანიშვილისა და მისი პარტიის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. “საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყოველდღიურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, […]

განათლების სამინისტრო გაფიცულ სკოლებზე ინფორმაციას ითხოვს

განათლების სამინისტრო გაფიცულ სკოლებზე ინფორმაციას ითხოვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს წარწერით – “თუ ფლობთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ სამინისტროს ცხელ ხაზზე”. რისთვის სჭირდება უწყებას ინფორმაცია და რა ზომების გატარებას აპირებს გაფიცული სკოლების მიმართ უცნობია. ცნობისთვის, მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლების ნაწილი […]

ჯანდაცვის სამინისტრო – 2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. “არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო […]

ჟიგიმანტას პავილიონისი – ვილნიუსში სოლიდარობის აქცია გაიმართა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც ქართული კოშმარის წინააღმდეგ იბრძვიან

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ლიეტუვის ­პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. „სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ გულითადი მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და საქართველოს სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

ეროვნულ ბანკს გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა არ აქვს, ეს გამორიცხულია – დავით კეშელავა

ეროვნულ ბანკს გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა არ აქვს, ეს გამორიცხულია – დავით კეშელავა საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას […]

2 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი – ჯანდაცვის სამინისტრო

2 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი – ჯანდაცვის სამინისტრო 2 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დაშავებულთა ნაწილი […]

არ ვიცი, ჩემს ცოლზე მეტად თუ მოვწონდი” – ხესემ პსჟ-ში გატარებული პერიოდი სკანდალურად გაიხსენა

პსჟ-ის ყოფილმა შემტევმა ხესემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პარიზულ გუნდში თამაშობდა. ესპანელმა საფრანგეთის დედაქალაქს 2016 წელს “რეალიდან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა. “იმ დროისთვის “რეალში” დარჩენა შემეძლო, მაგრამ მინდოდა, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა და თანაც, ევროპის ჩემპიონატზე წასვლა მინდოდა და ტრანსფერსაც “მწვანე” მაგიტომ ავუნთე. მადრიდში კარგად მიხდიდნენ, მაგრამ პსჟ-მა უფრო ბევრი შემომთავაზა და […]

თბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს – ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს ისევ არ ესწრებიან

თბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს ისევ არ ესწრებიან. მოსწავლეები სკოლასთან შემდეგი სახის ტრანსპარანტები მიიტანეს: „ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი”, „გამოდი! აჯანყდი!”, „გაიფიცეთ ევროპული მომავლისთვის!”, „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!” გარდა ამისა, მოსწავლეებს თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც. სკოლის მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ევროპულ […]

„საქსტატი“ – ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით გაიზარდა, ასევე, გაზრდილია ფასები შაქარზე, სხვა ტკბილეულზე, ზეთსა და თევზეულზე

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2.6%-ით მოიმატა თევზეულის ფასმაც, ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1%-ით გაძვირდა. „საქსტატის ინფორმაციით“ ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და […]