“კომაშია! მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!” – 22 წლის ახალგაზრდას თვალში გაზის კაფსულა მოარტყეს

22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!
აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს

შვილის საბავშვო ბაღთან აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მოსწავლეთა პროტესტი – ბათუმში, ამერიკულ სკოლა “პროგრესში” სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ბათუმში, ამერიკულ სკოლა “პროგრესში” სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეთა ნაწილი არ გამოცხადდა, ხოლო ნაწილი საგაკვეთილო პროცეს არ ესწრება და აქციას მართავს. პროტესტს შეუერთდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც. ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ცნობისთვის, “ოცნება” ევროკავშირში გაწევრების პროცედურებს 2028 წლამდე აჩერებს.
„ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“ – ირაკლი წულაია 3000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მას 3000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ირაკლი წულაია სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც დაკავებისას, ისე მინივენში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სასამართლოს […]
უკრაინა აცხადებს, რომ ნატოში მიწვევა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

ბრიუსელში დღეს მუშაობას იწყებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერაა. შეხვედრის წინა დღეს ოფიციალურმა კიევმა კვლავ მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თხოვნით, რომ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა გაუგზავნოს, რასაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ანონიმ დიპლომატებზე დაყრდნობით წერენ, რომ ასეთი მიწვევა უახლოეს მომავალში ძალიან ნაკლებად […]
პოლიციაა აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა დაწერა. დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის სახლში. მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს. ადგილზე მყოფი საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელები რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. პრესცენტრში გვითხრეს, რომ […]
აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს

აქტივისტი დოდი ხარხელი დააკავეს. Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა და ამ დროს ის პოლიციამ დააკავა. მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. ამ წუთებში დოდი ხარხელის სახლთან და ბინაში პოლიცაა მობილიზებული. უცნობია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგურ არძინბა და სხვები – ვის უნდა პრეზიდენტობა აფხაზეთში

ბეჟან მატუა სოხუმიდან ვინ შეიძლება გახდეს აფხაზეთის [აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა – რედ.] საპრეზიდენტო კანდიდატი? 2025 წლის 15 თებერვალს, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 19 ნოემბერს ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ადმინისტრაციული შენობის კომპლექსში 4 დღიანი არეულობისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგად. კანონის მიხედვით, პარლამენტმა ვადამდელი არჩევნები ორ კვირაში დანიშნა. შემდეგი არჩევნები მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა […]
არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება. 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს. „22 წლის ა.თ. […]
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ინფორმაციას ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაური ავრცელებს. მისივე ცნობით, შსს ეუბნება, რომ სახლში იძულების წესით შევა. დოდის იჭერენ. სახლთან შსს-ა მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა” – […]