პოლიციამ კეკელიძეზე, ოჯახის გამოსახლების პროცესში, 20 ადამიანი დააკავა

პოლიციამ დღეს, 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში, 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის, ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. გარდა ამისა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: · პოლიციელისთვის საზოგადოებრივი […]

შსს-მ კეკელიძეზე 20 პირი დააკავა, მათ შორის ორი- სისხლის სამართლის საქმეზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. „მიმდინარე წლის […]

შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი, ნივთის დაზიანებისთვის კი – 2

შინაგან საქმეთა სამინისტრო კეკელიძის N1-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გამოეხატათ, შეკრებილმა მოქალაქეებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი […]

აზერბაიჯანში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს საწარმოში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, შირვანის რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. შირვანის საქალაქო პროკურატურამ შეტყობინება შპს არაზის ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაახლოებით 15:00-ზე მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი. პოლიციის წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე მუშაობენ და აუცილებელ ქმედებებს ატარებენ. ვარაუდობენ, რომ შემთხვევა 120-მმ-იან ჭურვზე ჩაქუჩის მოხვედრამ გამოიწვია.

13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 13 წლის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის […]

რუსეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა – რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს მცირედით, მაგრამ შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 2,401 მლრდ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 2,478 მლრდ დოლარი იყო. 2023 წელს შემცირდა რუსეთიდან იმპორტი, საქართველოდან ექსპორტი (მათ შორის ადგილობრივი) კი გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 1,744 მლრდ დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წელს კი 1,835 მლრდ დოლარის. […]

ბოლო 6 თვეში jobs.ge-ზე 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა – ყველაზე მეტი გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში

2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის დეკემბერში, პირველად 2 წლის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა. გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%- ით ნაკლებია. 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც […]

ჩუპო-მოტინგმა შესაძლოა, “ბაიერნი” დატოვოს

Manchester Evening News-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” “ბაიერნიდან” სეზონის ბოლომდე იჯარით ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის აყვანა სურს. მიუნხენური გრანდის დატოვებაზე უარზე არც კამერუნელია, რომელსაც “ალიანს არენაზე” ჰარი კეინის მოსვლის შემდეგ ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. გავრცელებული ინფორმაციით, “რეკორდმაისტერი” “წითელ ეშმაკებს” ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ თანხას მოსთხოვს. ჩუპო-მოტინგმა მიმდინარე სეზონში ჯამში “ბაიერნის” ფორმა 21 შეხვედრაში მოირგო, ჯამში 528 […]

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. “პუბლიკას” ინფორმაციით, ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი და მის ინტერესებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიციის ამ განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია. აქციის გაშუქებისას, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა ჟურნალისტებსაც.

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 დოლარად შეძენილი ფართი, ბინა ვაკეში – რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 აშშ დოლარად შეძენილი კომერციული ფართი, ბინა ჭავჭავაძეზე – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის საკუთრებაში არსებული ქონების არასრული ჩამონათვალია. მან დეკლარაცია 16 იანვარს განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: · 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი ბინა, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს. · 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 […]