„ივანიშვილს, ბოლო რესურსები, თავისი ამ გადმოხტომით, უნდა დაებანდებინა ამ საქმეში… ახლა მაგათ აქვთ ასეთი გეგმა“ – შალვა ნათელაშვილი

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი. – ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ მოვიდაო, ყველა ამას იძახის. ჩემი დათვლით, მეოთხედ მოვიდა – „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დასაწყისში, აფინანსებდა პატრულისა და სხვა პროექტებს, სახელფასო დანამატებს უხდიდა პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს. ხალხს ეგონა, რომ ამ ყველაფერს ჯორჯ სოროსი აფინანსებდა, მაგრამ თავად ივანიშვილმა განაცხადა ინტერვიუში, რომ მე […]

ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს ადგილობრივების ინფორმაციით, ის მონასტრის ავტოსადგომზე მუშაობდა და წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის.

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ […]

ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი უნგრეთში მიიწვია

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიზნით ბუდაპეშტში მიიწვია. ამის შესახებ ორბანი X-ზე წერს. “დღეს მე შვედეთის პრემიერმინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში მოწვევის წერილი გავუგზავნე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზნით”. – წერს ორბანი. უნგრეთი და თურქეთი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ მოახდინეს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის ეროვნულ პარლამენტებში […]

ისრაელთან საკითხის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრაზე უარს ვამბობთ – ჰამასის ლიდერი

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა და პოლიტბიუროს ყოფილმა თავმჯდომარემ ხალედ მაშალმა განაცხადა, რომ ჰამასისთვის ისრაელი-პალესტინის საკითხის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრა მიუღებელია. მაშალის ინტერვიუს ახლო აღმოსავლეთში მდებარე დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი MEMRI ავრცელებს. “ჩვენ (რედ. ჰამასს) ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაჭრასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ ამ წარმოდგენას უარვყოფთ”. – ამბობს ხალედ მაშალი. მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფოს დაარსების პირობის მიღებასთან […]

ხაბეიშვილი: ოლიგარქმა ეთერში გვაყურებინა, მევახშემ მოქალაქე სახლიდან როგორ გამოაგდო

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისში, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ფაქტს გამოეხმაურა. ხაბეიშვილის თქმით, მილიარდერმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა “პირდაპირ ეთერში გვაყურებინა”, მევახშემ ადამიანები სახლიდან როგორ გამოაგდო. “მილიარდერმა ოლიგარქმა პირდაპირ ეთერში გვაყურებინა, ზამთარში, ყინვაში, ძალით მევახშემ, ბანკირმა მოქალაქე სახლიდან როგორ გამოაგდო. ამიტომ, არჩევანი უმარტივესია. აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია […] მის ოჯახთან ერთად […]

გურჯაანში არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამაკაცი ამ დრომდე კომაშია – ის საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა, რადგან მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. […]

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ინფორმაციას ნატო-ს პრესცენტრი ავრცელებს. კონტრაქტებს ხელი ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, სტეის კამინგსმა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით მოაწერა. „რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა შეავსონ თავიანთი მარაგი, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ […]

მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო Madrid Fusión-ს დაიპყრობს – მადრიდის გასტროკონგრესი საქართველოს შესახებ

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ facebook-ის გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტროკონგრესს, Madrid Fusión-ს დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – აღნიშნულია facebook-ის გვერდზე. 29-31 იანვარს საქართველო Madrid Fusión 2024-ზე სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის […]

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. ამ საკითხს კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა. 3 იყო წინააღმდეგი. ამ გადაწყვეტილებით 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში […]