საპატრიარქო – აქციებში მოსწავლეთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული განცხადებები, მითუმეტეს, პრეზიდენტისგან, შემაშფოთებელია – პასუხისმგებლობას მოკლებულია განცხადება, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“. „ამ […]
ირაკლი კობახიძე – ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, ასევე, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები – მათ გაწირეს ათობით ადამიანი

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ – ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის […]
ირაკლი კობახიძე – „ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“. „მინდა შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან […]
სერგი კაპანაძე – „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება – არავის ეგონოს, რომ რუსული მეთოდებით დიქტატურას ვერ დაამყარებენ – დიქტატურა ჩვენთან 70 წლის განმავლობაში იყო – ეს ბრძოლაა ახლა!

ასეთი ტიპის დაპირისპირებას მხოლოდ ერთი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს – ან ერთი მხარე იმარჯვებს და „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა უწევს ან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და ქვეყანაში დიქტატურა მყარდება! ამ ბრძოლაში ან ერთი ან მეორე მხარე გაიმარჯვებს! – ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე. როგორც კაპანაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი […]
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა – ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით – აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. […]
არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს. „22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.
მანჩესტერული დერბი გიოკერესის ხელში ჩასაგდებად – ინგლისური გრანდები შვედის შეძენას ცდილობენ

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდები შესაბამისად, “იუნაიტედი” და “სიტი” “სპორტინგის” ფორვარდის ვიქტორ გიოკერესის შეძენას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ფეხბურთელის დამატებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მას “ოლდ ტრაფორდზე” ყოფილი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ელოდება. “სიტის” სპორტული დირექტორი კი მომავალ წელს ამჟამად “სპორტინგში” ამავე პოზიციაზე მომუშავე უგო ვიანა გახდება და შესაბამისად, “ქალაქელებიც” ამ კოზორის გამოყენებას ცდილობენ. […]
დღეს, საქართველოში ბიზნესის კეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია – რესან ქიქავა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას შეფასებით, დღეს, საქართველოში ბიზნესის კეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. რესან ქიქავას მიაჩნია, რომ როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მთავარია, #არგაჩუმდე. „ხელისუფლება დაადგა ბოროტების გზას. ყველამ, მათ შორის ვინც მისი გულშემატკივარია, ან ნეიტრალური იყო აქამდე, უნდა აიმაღლოს ხმა ამის […]
მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით – ირაკლი კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით – ირაკლი კობახიძე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე […]
ბრიტანეთის ევროპის მინისტრი: მოვუწოდებთ ოცნებას, შეცვალოს თავისი მავნე ტრაექტორია

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გმობს ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია. “საქართველოში ხალხი ნათლად გამოხატავს, რომ ეწინააღმდეგება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი მოძრაობა ევროპული მომავლისკენ, რაც […]