პრემიერი საჯარო დისკუსიაზე – ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“ – მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი – შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიის მსურველ სუბიექტებს კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს შესთავაზებენ. პრემიერის თქმით, აღნიშნულზე დეტალურ განცხადებას ცოტა ხანში გამოაქვეყნებენ, მანამდე კი კობახიძე ამბობს, რომ მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს. „ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – […]

ირაკლი კობახიძე – 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, „ნაცმაედნის“ ორგანიზების 4 მცდელობა

2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, „ნაცმაედნის“ ორგანიზების 4 მცდელობა – რევოლუციის მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში „რევოლუციის მოწყობის ბევრი რესურსი განიავდა“. „ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში […]

ირაკლი კობახიძე: “ოპოზიცია და „მდიდარი ენჯეოები“ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას”

ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ, მდიდარი NGO-ების დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა. „ოფისებში […]

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“. ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, […]

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერებიც, […]

სპეცრაზმის მიერ ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი

სპეცრაზმის მიერ ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი სპეცრაზმის მიერ ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მეგობრების ინფორმაციით, ხარაიშვილს აქვს თვალბუდის ძვლის მოტეხილობა, გატეხილი ცხვირი და ტვინის შერყევა. მათი ცნობით, ის დაკავების შემდეგ მანქანაში სცემეს

“დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს” – ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება

“დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს” – ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადება: ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების […]

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ – ირაკლი კობახიძე

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ – ირაკლი კობახიძე ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, -აცხადებს ირაკლი კობახიძე. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის […]

კვიპროსი შესაძლოა შენგენის ზონაში 2025 წელს შევიდეს

კვიპროსი მალე შეძლებს შენგენის ზონაში გაწევრიანებას. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კვიპროსი შესაძლოა გახდეს შენგენის შეთანხმების სრულუფლებიანი წევრი 2025 წელს. ახალი ქვეყნების შენგენში გაწევრიანება მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას. კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რიგი მოთხოვნები, მაგალითად ის, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან. კვიპროსი შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად 2019 […]

სებ-ის ინფორმაციით, ბანკებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდა სავალუტო რეზერვებს $300-340 მლნ-ით გაზრდის – bm.ge

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს 300-340 მლნ დოლარის ფარგლებში გაზრდის – ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. როგორც “საქმის კურსის” ეთერში სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსმა განაცხადა, ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება სავალუტო რეზერვების მოცულობაზეც აისახება. თუმცა სებ-ში განმარტავენ, რომ არსებულ სიტუაციაში ბანკებისთვის სარეზერვო […]