მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე, 24 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე. „შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით […]

რუსეთში შესაძლოა არასრულწლოვნებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა აიკრძალოს

რუსეთის დუმას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის მატონიზირებელი სასმელების, მათ შორის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვის აკრძალვას ეხება. კანონპროექტით შეთავაზებულია გამოყენებულ იქნეს შემდეგი კონცეფცია: „უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი“ – უალკოჰოლო სასმელი, რომელიც შეიცავს მატონიზირებელ ნივთიერებებს (კომპონენტებს), მათ შორის მცენარეული წარმოშობის, იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად, ჩაის, ყავისა და მათი შემცველი სასმელების გამოკლებით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, […]

ომი ახლო აღმოსავლეთში და თურქეთის როლი

ანალიტიკოსების აზრით, ვაშინგტონი მეტწილად უგულვებელყოფდა თურქეთის როლს ისრაელს და „ჰამასს“ შორის ომის დიპლომატიური გზით დარეგულირების პერსპექტივაში. თუმცა, სახელმწიფო მდივნის, ბოლო ვიზიტი თურქეთში, ზოგს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით, დამოკიდებულება, დიდი ალბათობით, იცვლება

კავშირი დეპრესიას და ფერმენტირებულ საკვებს შორის – ახალი კვლევა რუბრიკაში „გალილეო“

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ ეხმარება ცოცხალ ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ბაქტერიების ჯგუფი, სახელად „ლაქტობაცილა“ (Lactobacillus), რომელსაც უმეტესად ფერმენტირებულ საკვებში პოულობენ. შესაბამისად, ის შესაძლოა დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული. ფერმენტირებული საკვების უმეტესი ნაწილი ნებისმიერ ქვეყანაში ფართოდაა ხელმისაწვდომი. მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მწნილი – დამჟავებული ბოსტნეული, ასევე, რძის პროდუქტები – […]

ნუ დავივიწყებთ უკრაინას – გაერო

უკრაინა საინფორმაციო გამოშვებებში ისე ხშირად აღარ ფიგურირებს. ქვეყნის გადაუდებელი პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევას ახლა უკვე გაერო ცდილობს, რომელსაც წელს 4.2 მილიარდი დოლარის მობილიზება სურს, უკრაინის ჰუმანიტარული და ლტოლვილთა გეგმების მხარდასაჭერად.

ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფარიანის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში, მაიამიში გარდაიცვალა. გერმანული დისკო-ჯგუფი Boney M. 1976 წელს დაარსდა და პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს მოიპოვა. ჯგუფისთვის საერთაშორისო დონის აღიარების მოტანაში წვლილი ისეთმა ჰიტებმა შეიტანა, როგორებიცაა “Daddy Cool”, “Ma Baker” და “Rivers of Babylon” […]

განათებების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილსა და კოსტავაზე 24 იანვრის ღამეს მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე 24 იანვარს, 00:00-დან 06:00-მდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. “პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე. შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა […]

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან შერიგების სიმბოლოდ დადგმული ძეგლი აიღეს – მედია

ჩრდილოეთ კორეამ აიღო დედაქალაქ ფხენიანში დადგმული ძეგლი, რომელიც სამხრეთთან შერიგების სიმბოლო იყო. ონლაინგამოცემა NK News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღი, რომელიც 2000 წელს ორ კორეას შორის გამართული გარდამტეხი სამიტის შემდეგ დასრულდა და ნახევარკუნძულის გაერთიანების იმედების სიმბოლო იყო, სატელიტურ ფოტოებზე აღარ ჩანს. სამხრეთ კორეის მთავრობის დოკუმენტების მიხედვით, მონუმენტი, რომელსაც ოფიციალურად ეროვნული გაერთიანების სამი ქარტიის ძეგლი ჰქვია, […]

ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის | ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია

ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის – მგზავრების ინფორმაციით, კონფლიქტი ნახევარ საათზე მეტია დაიწყო და ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაცაა მობილიზებული. სწორედ 30 წუთზე მეტია ზუგდიდი-თბილისის მატარბელი გაჩერებულია. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს თვითმხილველები ატყობინებენ, მატარებელი ხარაგულთანაა გაჩერებული და არ იციან, როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ხმაურიანი გამოსახლება და პროტესტი კეკელიძის ქუჩაზე | აქცია ცოტნე დადიანის ქუჩაზე დილის 9 საათიდან განახლდება

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, ოცამდე დაკავებული, ფიზიკური დაზიანებები და ხანგრძლივი ხმაურიანი კონფლიქტი – თბილისის ცენტრში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში აღსრულების პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. აღმასრულებლები კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსასახლებლად მივიდნენ. ოჯახს ბინა კრედიტის უზრუნველსაყოფად ჰქონდა ჩადებული. ფინანსური დავა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, დღეს ძალადობრივი გამოსახლებით დასრულდა. ხატიაშვილები ამტკიცებენ, რომ ბანკისთვისაც და კერძო […]