მამუკა მამულაშვილი: საქართველოში “მაიდნის” იდენტური სცენარი მიმდინარეობს

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პროცესები “მაიდნის” იდენტური სცენარით მიმდინარეობს. “საქართველოში ხდება იგივე, რაც უკრაინაში ხდებოდა 2014 წელს. პრაქტიკულად რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც, ვთქვათ ასე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიდან ჩამოშორების ოპერაციას ატარებენ, ვერ ისწავლეს, რომ თავისუფალი ხალხის დამონება ძალიან ძნელია”, – განაცხადა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. “მაიდანი” […]

20 იანვრამდე სიმშვიდე გვექნება… პატარა „კუდები“ შეიძლება იყოს, მაგრამ „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდა – პრემიერი

20 იანვრამდე სიმშვიდე გვექნება… პატარა „კუდები“ შეიძლება იყოს, მაგრამ „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 4 წელი გავიდა 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე და ამ 4 წლის განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციისა და „ნაცმაიდნის“ ორგანიზების 4 მცდელობა იყო. „ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა […]

დემონსტრანტებზე თავდასხმა და დაკავება შეწყვიტეთ – USAID

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა და მათი დაკავება. „საქართველოში ხალხი მამაცურად დგას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად, რაც ასევე წერია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა და დაკავება მშვიდობიანი დემონსტრანტების, პატივი სცეს შეკრების უფლებას და მოუსმინოს ქართველ ხალხს”, – წერს პაუერი X-ზე.

ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგის შედეგია – პრემიერი ბიზნესის განცხადებებზე

მე გეტყვით, რა არის ამ განცხადებების მიზეზი – ამ შემთხვევაში მიზეზია არა წაკითხულის ვერგააზრება, არამედ, ის ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე…- ამბობს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ქართული ბანკების და სხვადასხვა ბიზნესის განცხადებებზე, რომლითაც ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე ქართული ოცნების განცხადებას ემიჯნებიან. „ლიბერალი ფაშიზმი თუ რამეს დაესხა თავს, პირველ რიგში, ეს იყო ბიზნესი, ესენი იყვნენ სპორტსმენები, […]

შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე ჩხრეკა “ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს” უკავშირდება. თავად აქტივისტი, შსს-ს განცხადებით, დაკავებული არ არის. შსს-ში ნეტგაზეთს არ დაუკონკრეტეს, რომელი საქმის ფარგლებში შევიდნენ ხარხელის სახლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს დილას დააკავეს და მანქანაში ჩასვეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში. […]

პრემიერი – ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში „ქოლ-ცენტრების“ ჩართულობა იკვეთება – „ქოლ-ცენტრებს“ ამუშავებდნენ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მომსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და ბიზნესმენებზე

ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში „ქოლ-ცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება – ამ დღეების განმავლობაში „ქოლ-ცენტრებს“ ამუშავებდნენ, არატრადიციული მიზნით – არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მომსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და ბიზნესმენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქოლ-ცენტრების“„ნაცმაიდანში“ ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური“. „კიდევ ერთი თემა, […]

ექიმის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს

ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. „12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები,“ – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, სპეცრაზმი “აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმელების ნარკოტიკული ზემოქმედების შესახებ აცხადებს. France Inter-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს. პრეზიდენტის თქმით, მათ გარკვეულ ნივთიერებებს ურიგებენ, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს. “დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომლებიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების […]

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით – ირაკლი კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით – ირაკლი კობახიძე „მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადოშსს–ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. […]

რას ამბობს შალვა რამიშვილის შვილი, რომელიც აქციაზე იმყოფება

შალვა რამიშვილის შვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციებს უერთდება. მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა, როგორც ამბობს, მას სურს რომ საქართველო ევროპაში იყოს. “მე დიდი ხანი არ არის რაც აქ ვარ, მაგრამ მინდა რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს, არ მინდა რუსეთი.”- ამბობს შალვა რამიშვილის შვილი. ნახეთ ვიდეო: