ოდიშარია გამოსახლებაზე: სამწუხარო სანახაობა იყო, შეიძლება, არასწორად იყო დამეჯმენტებული

· 84 · · ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, ზოგადად, არასწორად იყო, შეიძლება, დამენეჯმენტებული, მაგრამ დავა მხარეებს შორის მიდის ძალიან დიდი ხანია და ეს ამბავი არ არის ასე ცალსახად. მით უმეტეს, საერთოდ აბსურდი არის ქართული ოცნება ამასთან რა შუაშია. […] ქართულმა ოცნებამ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი, რეფორმირდა ეს პროცესი და გახდა უფრო ჰუმანური. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესიდან […]
ლაშა ჟვანია დიპლომატიური სამსახურიდან მიდის

ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. მისივე განმარტებით, შემოთავაზება ისრაელიდან აქვს და ის საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება, რომელმაც „ალბათ, უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს“. ჟვანიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოთავაზებები ჰქონდა და ბოლო ასეთი შემოთავაზება დეკემბერში მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა

ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები […]
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს

ჩინეთი წითელ ზღვაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისთვის მუშაობს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა. „ჩინეთი ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კავშირშია და ვითარების განსამუხტად პოზიტიურ ძალისხმევას იჩენს“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ წითელი ზღვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენს და ბოლოდროინდელი ესკალაციით ჩინეთი შეშფოთებულია. „ჩინეთი სამოქალაქო […]
ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში – რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა

ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს, С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს და მომხდარში […]
“TBC ბანკის” დავალიანების გადახდევინების მიზნით, 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა – მამუკა ხაზარაძე, ახლა უკვე პოლიტიკური მევახშე, ხალხის საჭიროებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე საუბრობს, მეტიც, ამაზე სხვებს მიუთითებს – თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოსახლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მმართველობის პერიოდში გაყიდა ან შეიძინა. როგორც მეგრელიშვილი წერს, ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავს საკუთარი თავისა და “ლელო საქართველოსთვის” პიარში, და ამტკიცებს რომ ცალკე […]
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს” წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, დაკავებულების მიერ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული თავად ბრალმდებელმა ჩაიდინა. პროკურატურა დაკავებულებისათვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას […]
“ქოცებიც კი ჯობნის ნაცებს დღეს, რაც არასოდეს მომხდარა!” – ნიკა ნარსია

აი მართლა მიშას რომ დაეწერა მელიას დროს ეხლავე დამიხსენითო და მელიას ფეხბურთის თამაშის ვიდეო დაედო იმ საღამოს ხო გადავუვლიდით ყველა? Ხოდა თქვენა ხართ აფერისტები ვინც დღეს ჩუმად ხართ ან ხელფასით გაგაჩუმეს!!! დაელოდეთ როდის შერცხვება ბიძინას და გაათავისუფლებს მიშას, აბა არჩევნებზე მთავარი კონკურენტს ციხეში ხომ არ დატოვებს ბიძო? თუმცა რაღაზე ვნერვიულობ, გუშინ ისეთი კომპეტენტური და ავტორიტეტი […]
ჯაფარიძე: უკრაინას მივმართავთ, გამოავლინონ სააკაშვილის მიმართ დანაშაულის ჩამდენები

სამოქალაქო აქტორების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და რადას მიმართავს, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც, მათივე განცხადებით, დღემდე ჩართულები არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და მისი უფლებების შელახვის ფაქტებში. “არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. საქართველოს ხელისუფლება […]