მოსკოვი: უკრაინამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ

რუსეთმა უკრაინა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებაში დაადანაშაულა, რომელშიც, მოსკოვის მტკიცებითვე, ტყვეთა გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. რუსეთმა, ამას “ბარბაროსული ტერორისტული აქტი” უწოდა და თქვა, რომ მომხდარის შედეგად სულ 74 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მოსაზღვრედ მდებარე ქალაქ ბელგოროდთან ჩამოგდებულ თვითმფრინავში ეკიპაჟის ექვსი რუსი წევრი და სამი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდნენ. […]
ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი მოიგო, მაგრამ ჰეილი მას 10%-ზე ნაკლებით ჩამორჩება

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს, ნიუ-ჰემფშირის რესპუბლიკელთა პრაიმერზე (შიდაპარტიულ არჩევნებზე) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ნიკი ჰეილი – ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, აიოვის შტატის კოკუსთან შედარებით ბევრად დაწინაურდა და მასთან ბრძოლის გაგრძელებას ისევ აპირებს. ხმების 92% პროცენტი უკვე დათვლილია. ამ ეტაპზე 77 წლის ტრამპს ნიუ-ჰემფშირელი რესპუბლიკელებისგან 54.6%-იანი მხარდაჭერა აქვს. 52 წლის ნიკი ჰეილი კი, […]
უკრაინა ადასტურებს, რომ დღეს რუსეთთან ტყვეები უნდა გაეცვალათ

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დღეს, 24 იანვარს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, იუწყება უკრაინული „რადიო თავისუფლება“ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერზე, ანდრიი იუსოვზე დაყრდნობით. „შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის დაგეგმილი გაცვლა ჯერჯერობით არ მომხდარა“, – ამბობს იგი. იუსოვის თქმითვე, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ სატვირთო-სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ზე 60-ზე მეტი უკრაინელი ტყვე […]
“ბექა ოდიშარიას კერძო მევახშეობის პორტფელი უფრო საყურადღებოა” – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტვისტი, შოთა დიღმელაშვილი: იმ ბარბაროსულ პრაქტიკას, რის წინაშეც აღმოჩნდნენ დაუცველი ოჯახები კეკელიძეზე და არა მხოლოდ, საჯარო პოლიტიკის ლექსიკონში სპეციფიური ტერმინი მოეძებნება: მტაცებლური სესხი. უნამუსო გამსესხებლები და არაინფორმირებული მსესხებლები ყველგან არიან, თუმცა ცივილიზებულებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოებში გამსესხებლის უფლებებისა და მსესხებლის საჭიროებების დაბალანსებას ცდილობენ. შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს ფინანსური სექტორის მექაში და მედინაშიც, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში: […]
(ვიდეო) – “ხელებს ნუ მიტრიალებ” – დაპირისპირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში

დაპირისპირება იყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც აქტივისტები მჯდომარე აქციას გეგმავდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა. ფაქტს ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, აქტივისტები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოყარა . ვიდეომასალას ადგილიდან მოძრაობა “ხმა” ავრცელებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისული მოძრაობა “ხმის” წევრები გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია […]
“მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია” – რას აპირებს გამოსახლებული ოჯახი

ტანსაცმელი, ავეჯი, ჭურჭელი, წიგნები, ოჯახის ფოტოები ალბომიდან – კეკელიძის N1-დან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის ნივთები ამ დრომდე ქუჩაშია დატოვებული. მათ ნაწილს წვიმისგან დასაცავად პარკი აქვს გადაფარებული, ნაწილი სადარბაზოშია მიმოფანტული. “წლების განმავლობაში ნაგროვები და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე წიგნებია განადგურებული. მამაჩემის მიერ შექმნილი ქალაქგეგმარების ნახაზები ერთმანეთშია აზელილი. წიხლით გადაუარეს და ქუჩაში დაყარეს. ეს იყო სიმბიოზური […]
“შეჩერდეს გამოსახლება” – მოძრაობა “ხმის” წევრები აღსრულების ბიუროში მივიდნენ

მოძრაობა “ხმის” წევრები, რომლებიც ბინებიდან ოჯახების გამოსახლებას აპროტესტებენ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები დაასახელეს. დაახლოებით 17:00 საათზე მოძრაობის წევრებმა ბიუროს შესასვლელი სივრცე დაიკავეს. “ჩვენ დღეს აქ შემოვედით და აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნა არის შეჩერდეს ძალადობრივი გამოსახლებები. ვნახეთ, რომ დღეს გადადეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ გადადეს დროებით… რაც ზუსტად ვიცით, არის […]
“ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ” | ოდიშარია გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე

“ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია საუბრობს. ის ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება გამოსახლების შესახებ მორატორიუმს. “ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის ენჯეოები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, […]
უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო. “მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. უნგრეთი ამ დრომდე ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, […]
შმიგალი: სლოვაკეთის პრემიერთან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ

უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრების, დენის შმიგალისა და რობერტ ფიცოს შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები ადასტურებენ შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთმა უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე […]