“ბექა ოდიშარიას კერძო მევახშეობის პორტფელი უფრო საყურადღებოა” – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტვისტი, შოთა დიღმელაშვილი:
იმ ბარბაროსულ პრაქტიკას, რის წინაშეც აღმოჩნდნენ დაუცველი ოჯახები კეკელიძეზე და არა მხოლოდ, საჯარო პოლიტიკის ლექსიკონში სპეციფიური ტერმინი მოეძებნება: მტაცებლური სესხი.
უნამუსო გამსესხებლები და არაინფორმირებული მსესხებლები ყველგან არიან, თუმცა ცივილიზებულებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოებში გამსესხებლის უფლებებისა და მსესხებლის საჭიროებების დაბალანსებას ცდილობენ. შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს ფინანსური სექტორის მექაში და მედინაშიც, -ში და დიდ ბრიტანეთში: აშშ-ში სხვადასხვა საშტატო ადგილობრივი რეგულაციების გარდა, რომლებიც პროცენტების ჭერს განსაზღვრავს დრაკონული გარიგებებისგან დასაცავად, არსებობს აგრეთვე ფედერალური, ე.წ. დოდ-ფრანკის აქტი და მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო (CFPB), რომელიც მომხმარებლებს იცავს უსამართლო და მტაცებლური პრაქტიკებისგან. დიდ ბრიტანეთი FCA-ს საშუალებით გამსესხებლებს მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს მტაცებლური სესხების წინააღმდეგ. აგრეთვე, არსებობს სამომხმარებლო სესხის აქტი, რომელიც მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ურთიერთობაში სასამართლოს ჩართვას და მტაცებლური სესხის შემთხვევაში გამსესხებლის დასჯას ითვალისწინებს. ორივე ქვეყანაში ხელმისაწვდომია უფასო დახმარებისა და საკონსულტაციო სერვისები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილი მსესხებლისთვის. ეს ყოველივე იქ, სადაც “კაპიტალიზმი მოიგონეს”. ხოლო ევროკავშირში, რომლის წევრობაც გვინდა, კონკრეტული ეროვნული კანონმდებლობების გარდა, უამრავი დირექტივაა, რომლებიც სესხებზე საერთო სტანდარტებს აწესებს. ცალკე დირექტივაა მიძღვნილი ხელშეკრულებების უსამართლო პირობებისთვის, არსებობს ცალკე რეგულაციური პაკეტი საკრედიტო და ფინანსური ინსტიტუტებისთვის და დავის გადაწყვეტის სპეციალური მექანიზმები სასამართლოში და მის მიღმა. საქართველოში ამ მხრივ სრული განუკითხაობაა და კანონმდებლობა მორგებულია მტაცებლური პრაქტიკების გამტარებელთა ინტერესებს. რაც გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი მოქმედი მილიონერი პარლამენტარი ოფიციალურად არის ჩართული კერძო მევახშეობაში. ათასი შავბნელი კანონმდებლობის ინიციატორ ისკო დასენს ყველა იცნობთ, შედარებით ნაკლები – დიდუბის მაჟორიტარ ივლიანე წულაიას, რომელსაც ოფიციალურად 10 მილიონი დოლარი ჰქონდა გასესხებული. ც ხანდახან ამოტივტივდება ხოლმე, მეტწილად იმის გამო, რომ ფეისბუქზე ხალხს აგინებს, არა და მისი კერძო მევახშეობის პორტფელი უფრო საყურადღებოა.