კრემლის ნარატივი და ანტიდასავლური პროპაგანდა | ახალი Fb-გვერდები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

ევროკავშირის სტატუსის მიღებისა და საპარლამენო არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსული პროპაგანდა აქტიურდება. ინტერნეტსივრციდან დროებით გამქრალი მედიაგვერდები ანტიდასავლური გზავნილების გასავრცელებლად ახალ პლატფორმებს ითვისებენ. “სამართლიანი არჩევნების” მკვლელვარებმა ახალი სოციალური ანგარიშები აღმოაჩინეს, რომელთა მიღმა “ოცნების” ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გაშავების გარდა ეს გვერდები აქტიურად პროპაგანდირებენ კრემლის ნარატივს და რუსეთს საქართველოს არსებობაში მთავარ ფაქტორად და ქვეყნის ისტორიულ […]
გადადგა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ დღეს განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. პოპესკუს თქმით, მას “შესვენება სჭირდება” მას შემდეგ, რაც მოლდოვამ რთული პერიოდი გადალახა. მაგრამ, ამავე პერიოდის ერთ-ერთი “ღირსშესანიშნავი მიღწევა”, პოპესკუს აზრით, კიშინიოვის პროგრესი იყო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, პოპესკუ საგარეო უწყებასთან ერთად, ევროინტეგრაციის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა. სამსახურში მისი ბოლო დღე 29 იანვარს […]
წლის მთავარი კინოდაჯილდოების ნომინანტების სია უკვე ცნობილია – მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ოსკარის 96-ე ცერემინიაა

წლის მთავარი კინოდაჯილდოების ნომინანტების სია უკვე ცნობილია. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ოსკარის 96-ე ცერემინიაა. წლის კინოსენსაციად ქცეული ოფენჰაიმერი ისევ ლიდერია – კრისტოფერ ნოლანის ფილმი 13 ოსკარზეა ნომინირებული. ოფენჰაიმერის გარდა, საუკეთესო ფილმის სტატუსისთვის იბრძოლებს 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი “ბარბი”, რომელმაც კინოგაქირავებიდან თითქმის მილიარდნახევარი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, არც ფილმის რეჟისორი და არც მთავარი როლის […]
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას, წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა – საქმის ახალი დეტალები

ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას კეკელიძის პირველი ნომრიდან წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. დარეჯან დვალმა, რომელიც დღეს აღნიშნულ ბინას ფლობს, ფართი საჯარო აუქციონზე 2018 წელს შეიძინა, ბინას გადმოჰყვა მარინე ხატიაშვილის ვალიც, რომელიც ადვოკატის თქმით, დვალმა დაფარა. უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ გამოსახლებამდე სასამართლო პროცესების გარდა, შეთანხმების მცდელობებიც ჰქონდათ, თუმცა, ხატიაშვილი ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობდა. შეთავაზება დვალს […]
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ბავშვობის მეგობრის მკვლელობისთვის – “კურიერმა” ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

“კურიერმა”, სოფელ განთიადში მკვლელობიდან რამდენიმე საათში გადაღებული კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის ორი ადგილობრივი მცხოვრები დანაშაულის ადგილზე, სადაც მათ ტახტზე, საბანში გადახვეული ცხედარი ხვდებათ. პოლიცია სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს. მოკლული მოლდოვის მოქალაქე ალექსეი დარიევია. ის მეგობართან ერთად ბათუმში მშენებლობაზე მუშაობდა. სწორედ სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა მკვლელობის მოტივი. 36 წლის სერგეი სკაუნმა […]
პოლონეთის პრეზიდენტმა დაკავებული ორი პოლიტიკოსი მეორედ შეიწყალა

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეიწყალებდა ორ პოლიტიკოსს, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში, ახალ ცენტრისტულ მთავრობასა და წინამორბედ კონსერვატიულ ადმინისტრაციას შორის, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დააკავეს. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სამშაბათს, განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის ახალმა მინისტრმა, შეწყალების პროცედურების შესახებ, პრეზიდენტის შუამდგომლობა უარყო. საუბარია ოპოზიციის ორ წარმომადგენელზე, რომლებიც წინამორბედ, მემარჯვენე მთავრობაში, მაღალი რანგის თანამდებობებს […]
“ყველაფერს ვაკეთებთ მეტი ინფორმაციის მისაღებად” – თეთრი სახლი ბელგოროდში მომხდარზე

თეთრი სახლი ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესახებ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ბრალდებების შესახებ ინფორმირებულია და დეტალების გასარკვევად მუშაობს. ამაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. “არა, არ გვაქვს [მეტი ინფორმაცია]. ვნახეთ ცნობები, თუმცა არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ისინი დავადასტუროთ. ცხადია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი […]
„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯიდლოების ნომინანტია

ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი” მოხვდა შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაში. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს ნომინაციაში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი”. შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით. სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის […]
IL-76-ის ბორტზე უკრაინელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ | ტრაგიკული ავიაკატასტროფა თუ მორიგი სამხედრო დანაშაული – ბოლო ცნობები ბელგოროდიდან

ტრაგიკული ავიაკატასტროფა თუ მორიგი სამხედრო დანაშული. ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. უკრაინული და რუსული მხარეები ამ სამხედრო რეისის შესახებ რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და არცერთი მხარე არაფერს არ ამბობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე. ერთი ვერსიით, ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაცვლისთვის გადაყავდათ. სხვა მონაცემებით ბორტს ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გადაჰქონდა.