ანა ბუჩუკური – “ლელო“ მირჩევნია „ნაცმოძრაობას“- ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაცმოძრაობასთან” რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ოპოზიციურ პარტიებს ვაძლევთ დროს, ჩამოყალიბდნენ

“ლელო“ მირჩევნია „ნაცმოძრაობას“, მაგრამ „ლელომ“ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადალახოს საარჩევნო ზღვარი , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა. ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ლელოს“ თავდასხმას პრინციპულად არ პასუხობს. „როდესაც „ლელო“თავს გვესხმის, პრინციპულად არ ვპასუხობთ, იმიტომ, რომ „ლელო“ გვირჩევნია სხვებს. „ლელოზე“ აქაც არ მინდა ნეგატიურ ასპექტში […]
ატრაქციონები უბავშვო სოფელში | გაფლანგული 12 ათასი ლარი და მერიის თავის მართლება

სასმელი წყლის, გაზიფიცირების და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაცვლად – ქარელის მერიამ ბიუჯეტის ფულით, ატრაქციონები მოაწყო სოფელში სადაც ერთი ბავშვიც კი არ ცხოვრობს. ყველაზე ახალგაზრდა ადგილობრივი აფნისში 49 წლისაა. ზაზა გულიაშვილის უწყება ამ გადაწყვეტილების გამო უკვე გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საგანი. ადგილობრივები ახლა ზაფხულს ელოდებიან, მათ იმედი აქვთ, უფუნქციო ატრაქციონებით სტუმარი ბავშვები მაინც ისარგებლებენ.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტროტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სებ-ის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მოსწავლეების […]
რომელ ქვეყნებშია ყველაზე ადვილი და რთული მოქალაქეობის მიღება?

კანადის საიმიგრაციო სააგენტოს CanadaCIS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პორტუგალია შედის იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ყველაზე ადვილია მოქალაქეობის მიღება. ამის შესახებ პორტალი SchengenVisaInfo.com იუწყება. სააგენტოს მიერ 2009 წლიდან 2021 წლამდე საიმიგრაციო მონაცემები აჩვენებს, რომ შვედეთი ყველაზე მარტივი ქვეყანაა ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მისაღებად, რადგან 10 განმცხადებლიდან ერთი, ანუ 9.3 პროცენტი მოქალაქეობას იღებს. გარდა ამისა, შვედეთს […]
უკრაინის დაზვერვა ჩამოვარდნილ Ил-76-ზე: არ ვიცით, ბორტზე ვინ იმყოფებოდა

რუსეთში სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავის, Ил-76-ის, ჩამოვარდნის ფონზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ განცხადება გაავრცელა. უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა არ შემდგარა, მაგრამ დაამატა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ტყვეების ყოფნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ. „დღეს უნდა შემდგარიყო ტყვეების გაცვლა, რომელიც არ შემდგარა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს მოხდა რუსული თვითმფრინავის, Ил-76-ის, ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც, […]
შიდაპარტიული არჩევნები ნიუ ჰემფშირში დონალდ ტრამპმა მოიგო – რესპუბლიკელების კალენდარში, შემდეგი კენჭისყრა 8 თებერვალს ნევადაში გაიმართება

შიდაპარტიული არჩევნები ნიუ ჰემპშირში დონალდ ტრამპმა მოიგო და საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. აიოვას კენჭისყრის შემდეგ, ნიკი ჰეილიმ უკვე მეორე შტატი წააგო და ექსპრეზიდენტის უპირატესობა ისევ დიდია. ტრამპს ამჯერადაც არ გაუშვია შანსი ხელიდან, ნიკი ჰეილის შესახებ დამცინავად ელაპარაკა. ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა უკვე მეორე წაგების შტატში წაგების შემდეგ, მას […]
უკრაინის დახმარების პაკეტი ფართოვდება | მოკავშირე ქვეყნების გადაწყვეტილებები და “რამშტეინის” 2024 წლის პირველი შეხვედრა

უკრაინის დახმარების პაკეტი ფართოვდება. რამშტაინის ბაზაზე მორიგი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაზარდონ კრემლის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსება. დახმარების ძირითადი ტვირთი ახლა ევროპელებზე გადადის. შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება. პოლიტიკოსებიც და სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ, რომ შეყოვნება უკვე დაეტყო ბრძოლის ველს და მყისიერი რეაგირებაა საჭირო. პარალელურად უკრაინელები მოკავშირეებს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ და […]
ბაიდენი VS ტრამპი | აშშ-ის ექსპრეზიდენტი ისევ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ნიუ ჰემპშირში გამართული პრაიმერიზი მოიგო და ამით ფაქტობრივად გაინაღდა კანდიდატის სტატუსი. ოფიციალურად რესპუბლიკური პარტია საკუთარ კანდიდატს ზაფხულში, სხვა შტატებში პრაიმერიზების დასრულების შემდეგ დაასახელებს, თუმცა საყოველთაო აზრით ტრამპს გამარჯვებაში ხელს ვერავინ შეუშლის. და ამ ფაქტს თავად მოქმედი პრეზიდენტის, და წინა არჩევნებზე ტრამპის კონკურენტის, ჯო […]