„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯიდლოების ნომინანტია

ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი” მოხვდა შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაში. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს ნომინაციაში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი”.

შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით. სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში.
„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი, ეკა ჩავლეიშვილი კი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად.
ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა პრიზი „საუკეთესო შესრულებისთვის”, მსახიობი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო