უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 25 იანვრის ღამეს განადგურებულია 11 რუსული დრონი. სულ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ 14 დრონი გაუშვეს. ორმა დრონმა მიზანს ოდესაში მიაღწია, აფეთქების შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი. გარდა ამისა, ბელგოროდის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა რამდენიმე საზენიტო, მართვადი C-300 რაკეტით მიიტანეს იერიში. “მტერმა 14 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, […]
25 იანვარი – მიხა ხელაშვილის სიცოცხლის დასაწყისის და დასრულების დღე

1900 წლის 25 იანვარს, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, სოფელ ახადში კარგი მებრძოლი, საკუთარ ქვეყანაზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ქართველი სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი დაიბადა. წერა-კითხვას თამარღელეს სალოცავში სწავლობდა, სადაც ბერად ილარიონი იყო დაყუდებული, შემდეგ მცხეთის სასულიერო სასწავლებელშიც გაატარა რამდენიმე წელი, იყო მედავითნე და დიაკვანი ბარისახოში. მისი ერთ – ერთი წიგნის შემდგენელი ედიშერ გიორგაძე წერს: […]
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი. FITUR-2024-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს. FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი […]
ჯანდაცვის სამინისტრო – საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება

საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა. „პროექტი „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიულ […]
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს იმამ ალის დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შიიტი მუსლიმები, პირველი იმამის, ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, 601-661 წ.წ.) დაბადების დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს. „მუსლიმური წყაროების თანახმად, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი. იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად, ისე […]
ებრაული თემი ტუ ბიშვატს აღნიშნავს

დღეს ებრაელები ტუ ბიშვატს – ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ისრაელში ახალ წელს ოჯახი ხეს რგავს, საზეიმო სუფრას კი შვიდი სახეობის ხილით ამშვენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელთა თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
ლევან ბეჟაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ისჯება ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის

დღეს, ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. თუ სიმართლეს ვიტყვით, ის დღეს საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დემოკრატიის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის ისტორიული პრეცედენტის შექმნისთვის ისჯება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური […]
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრება. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით წარმოდგენილია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესპანეთში. ჩვენთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, […]
ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, გლოვის დღე გამოცხადდა

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, – განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა. მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, […]