ჯანდაცვის სამინისტრო – საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება

საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა.
„პროექტი „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმით ჩანაცვლებას გულისხმობს. სახლები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაეცა.
სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ბელა გოგუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე მესხრიკაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა, სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ხუბუტია და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს