ორბელიანის მოედანზე კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

ორბელიანის მოედანზე კაცი დაჭრეს, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ტაბულა დაუკავშირდა ინგოროყვას სახელობის კლინიკას, სადაც გვითხრეს, რომ კაცი სასწრაფოს მანქანაშივე უკვე გარდაცლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კეკელიძეზე აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ. მათი თქმით, ყურადღების გადატანას ცდილობდნენ, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე […]

Reuters: უკრაინა წელს 4 ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს

უკრაინა მიმდინარე წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე ატომური ენერგიის 4 რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ Reuters-თან ისაუბრა. ორი ბლოკი – რომელიც რეაქტორებს და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობასაც მოიცავს – რუსული წარმოების, ბულგარეთიდან იმპორტირებული ტექნოლოგიებით აშენდება, დანარჩენი ორისთვის კი Westinghouse-ის დასავლურ აღჭურვილობას გამოიყენებენ. გალუშენკოს ინფორმაციით, ოთხივე რეაქტორი აშენდება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც […]

შვედეთი ნატოში – როდის მიიღებს თურქეთი ამერიკისგან ეფ16-ებს?

ამერიკა მზად არის თურქეთისთვის “ეფ16”-ების მიყიდვაზე აქტიური მუშაობა დაიწყოს, მას შემდეგ რაც თურქეთი დაასრულებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურას სრულად, ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში ამერიკის ელჩი ავრცელებს. ელჩი ჯეფ ფლეიკი ამბობს, რომ თურქეთი ამერიკისგან ითხოვს, 20 მილიარდად შეიძინოს ამერიკული “ეფ 16”-ები, რასაც ამერიკელი კანონმდებლების თანხმობა სჭირდება. თუმცა სანამ ანკარა და ვაშინგტონი “ეფ16”-ების ყიდვა გაყიდვის პროცესის აქტიურ […]

ჩინეთის საფრთხის ფონზე, ტაივანმა ჯარში სავალდებულო გაწვევის პროგრამა გაახანგრძლივა

ახალწვეულთა პირველმა ჯგუფმა ტაივანში ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური დღეს დაიწყო. ტაიპეის გადაწყვეტილებით, სავალდებულო გაწვევა დამატებით ოთხი თვით გახანგრძლივდა. ამის მიზეზი ტაივანის მთავრობის შეშფოთება გახდა, ჩინეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხის გამო. ანალოგიური განკარგულება ტაიპეიში 2022 წლის ბოლოს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დაიწყო ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა. პეკინმა დაგმო ტაიპეის გადაწყვეტილება და თქვა, […]

ოთარ შამუგია ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარს, ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც […]

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია Boeing 737 MAX-ის წარმოების გაფართოებას აკრძალავს

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აკრძალავს Boeing Co. 737 MAX თვითმფრინავის წარმოების გაფართოება მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში 737-9 MAX თვითმფრინავმა ჰაერში კარი დაკარგა. ამის შესახებ მარეგულირებლის პრესრელიზშია ნათქვამი. FAA-მ ასევე დაამტკიცა 171 ერთეული 737-9 MAX თვითმფრინავების ინსპექტირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი. ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი შეიძლება ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ. „ჩვენ არ დავაკმაყოფილებთ Boeing-ის […]

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 9,23 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 9,23 მილიონი ბარელით შემცირდა და 420,881 მლნ ბარელი შეადგინა. ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,91 მლნ ბარელით და 253,072 მლნ ბარელი შეადგინა. დისტილატების მარაგები 1,42 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 133,428 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელს […]

თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 45%-მდე გაიზარდა

მას შემდეგ რაც, თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 65%-ს მიუახლოვდა ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით 45%-მდე გაზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს. მანამდე რეფინანსირების განაკვეთი 42.5% იყო, თუმცა ამ მაჩვენებელმა ინფლაციური წნეხი ვერ დაძლია და თურქეთში სამომხმარებლო ფასები კვლავ გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს იქნება ბოლო ზრდა, განსაკუთრებით მარტში დაგეგმილი არჩევნების […]

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა […]