“რატომ ჩართო “ოცმებამ” მევახშეების გაპრავება?” – სადღობელაშვილი

რატომ ჩართო “ოცმებამ” მევახშეების გაპრავება? იმიტომ რომ ოცნების საპარლამენტო გუნდის დიდი ნაწილი თვითონაა მევახშეები! იმიტომ რომ არჩევნებში იმ მევახშეებს მოაქვთ ფული… ნუ გიკვირთ!

“ბებია, რომ შვილიშვილს დედის აორთქლებით ემუქრება – ნორმალური საქციელია?” – სოფიო ჩიკვილაძე

ძალიან ბევრს აინტერესებს ,თუ რატომ დავწერე ე.წ. სკანდალური* სტატუსი . ყველაზე ცუდი ჩემს მდგომარეობაში არის დამალვა და გაჩუმება. რატომღაც მგონია,რომ რაც უფრო მეტს ვიტყვი, ხმამაღლა სიმართლეს, მით უფრო მეტად ვიქნები დაცული. 2024 წელია და სასამართლოდან გამოსულს მუქარა გზაში არ უნდა გეწეოდეს ადამიანს,მითუმეტეს როდესაც არაფერი არ დაგიშავებია. ვიცი, ბევრი სისაძაგლე ვრცელდება ჩეზე, რაც მოსალოდნელი იყო. (2010/2011 […]

“ელიტარულ ოჯახებს თბილისში ამიერიდან გაუჭირდებათ ფულის სესხება მევახშეებისგან” – დათო გამცემლიძე

გუშინ, კეკელიძის ქუჩის ბინიდან გამოსახლებულმა ელიტარულმა ოჯახმა და იმ ქალმა, რომელმაც ეს ბინა აუქციონზე შეიძინა (არავითარი კავშირი ამ ქალს ფულის სესხება-გასესხების ისტორიასთან არ ჰქონია) მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „ვერელი ოჯახი“ 1 თვის განმავლობაში გადაუხდის 90 000 დოლარს და ამ შემთხვევაში ბინა უბრუნდება. ბინის ახალი მესაკუთრე ამ კომპრომისზე მთლად ნებაყოფლობით არ წავიდოდა. აიძულა იმან, რაც ყველამ ვიხილეთ […]

“ევროკავშირში ვაკიანა შევალთ?” – ნინო კალანდაძე

ვაკეში რატომღაც, წავედი მანქანით. ცხადია, მაშინვე ვინანე: საცობებს ვერ ავცდი. შუქნიშანზე უფრო დიდ ხანს ვიდექი, ვიდრე ვიმგზავრე. ბოლოს ჭავჭვაძეზე მანქანა გამიჩერდა, ავარიული ჩავრთე, მაგრამ ვერსად გადავაგორე და კი ვიდექით მხიარულად მწკრივში მთელი გამზირი. აქ „მათხოვრებიც“ რაღაცნაირები არიან. ღმერთმა დაგლოცოს ძახილით ჩამოგვიარა და ვინც არაფერი მისცა, კაი გემრიელად აგინა . ბოლოს მივედი დანიშნულების ადგილთან, სადაც ბევრი […]

ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, დანიაში 25,000 ინდაურს გაანადგურებენ

დანიის კუნძულ ზელანდიაზე მდებარე ერთ-ერთ ფერმაში, ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, 25,000 ინდაურის განადგურება იგეგმება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ფერმის ირგვლივ, დროებით, სანიტარული კონტროლის ზონა დაწესდება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. ეს, 2024 წელს, დანიაში H5N1-ის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა. ფრინველის გრიპი ძალიან იშვიათად გადადის ადამიანებზე, მაგრამ ფატალურია ფრინველებისთვის.

“შლაპიანი ბაცაცა! ეს თბილისია და შლაპა ვერ უშველის და ვერ გადაფარავს მის სიბინძურეებს” – ჩარკვიანი

“ოპერატორად” შეშვებული გოგა ხაინდრავა ღელავს თურმე, აფხაზეთში ომის დროს, რომ თავი მოიჭრა ამ პალმების “ბაცაცამ”, ეტყობა დაავიწყდა ამ ხილიანელ უბნის ვითომ მოძველბიჭოს მთელი ცხოვრება რუსების “ნასედკებს ” რომ იყო აკრული მორჩილად და დღესაც რომ პირუთვნელად ემსახურება რუსეთს, დაავიწყდა ეტყობა, რომ ეს თბილისია და შლაპა ვერ უშველის და ვერ გადაფარავს მის სიბინძურეებს. ყველას ყველაფერი ახსოვს და […]

ვინ არის სესხის პროცენტებით მთავარი “მოსარგებლე” დღეს – გიორგი მშვენიერაძე

თუ თქვენ იპოთეკური სესხი გაქვთ 1 წლით და 100 000 ლარის ოდენობით, რომლის საპროცენტო განაკვეთი 14%-ია, რამდენი ლარი რჩება კომერციულ ბანკს სარგებელი თქვენი სესხიდან? თქვენს მიერ გადახდილი პროცენტიდან (რაც დაახლოებით 14 000 ლარი იქნება) დაახლოებით 9500 ლარს ეროვნული ბანკი (ანუ ხელისუფლება) წაიღებს, ხოლო დაახლოებით 4500 ლარს კომერციული ბანკი. კომერციული ბანკები იმ ფულს, რომელიც თქვენ უნდა […]

თორნიკე რიჟვაძე მასწავლებელთა მხარდაჭერისა და სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, “პროექტი ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. აჭარის მთავრობის ინიციატივით, პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. პროექტის განსახორციელებლად, 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ […]

ევროპის შრომით ბაზარზე კონკურენცია იზრდება – რომელი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი?

ბიზნესისა და დასაქმების სოციალურმა პლატფორმა LinkedIn-მა ახალი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის შრომითი ბაზრის მიმდინარე ტენდენციებია განხილული. კვლევის შედეგებს Euronews-ი აქვეყნებს. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ევროპის მასშტაბით სამუშაო ბაზარი სწრაფ ტრანსფორმაციას გადის, სამუშაო ადგილებზე დასაქმებისთვის კონკურენცია კი, ახალი პროფესიების გაჩენასთან ერთად, სულ უფრო იზრდება და ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა კიდეც. LinkedIn-ის ინფორმაციით, პოზიციები, რომლებზეც მოთხოვნა […]

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.