ქართული დიასპორის ხელმძღვანელს რუსეთში საქართველოს პრემიერის მიწვევა სურს

ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთში მიწვევას აპირებს. ამის შესახებ ცეცხლაძემ გამოცემა Dalma News-სთან ინტერვიუში განაცხადა. „გარკვეული ძალები გარკვეული მოტივებით თბილისში რუსეთთან დაკავშირებულ თემებს ბლოკავენ. მაგალითად, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქართული დიასპორის მსხვილ ღონისძიებებზე ჩამოდიოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩამოდიან. ჩვენ […]

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ განჩინების მიღებით მოსამართლე დავით კურტანიძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. პროკურორი როინ ხინთიბაძე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულების ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე აღმოაჩინეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სპელეოლოგებმა ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო Sputnik-ის ეთერში სპელეოლოგმა გენადი სამოხინმა ისაუბრა. „ადგილობრივი მცხოვრებლების მითითებით, სოფელ ჩაგრიფშში აღმოვაჩინეთ ერთი გამოქვაბული, რომელიც ცნობილი იყო 60-იანი წლებიდან და შესაძლოა უფრო ადრეც. ჩავედით მასში და ვნახეთ, რომ საინტერესო მღვიმე იყო, მდინარით და დავიწყეთ ახლომდებარე რეგიონის შესწავლა. ამ რეგიონში 20-მდე […]

ჩამოვარდნილ ილ-76-ში რუსი VIP-ები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბორტზე არ აუშვეს — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, ბელგოროდში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში რუსეთის ოფიციალური პირები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) მათ აუკრძალა ბორტზე ასვლა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი „რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ასევე ამბობს, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ადგილობრივ მორგში მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვამ ამის […]

კოკერილი საქმეს შეუდგა, მას სოვერბი და მაკფილიპსი დაეხმარებიან

“ბორჯღალოსნების” ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი მუშაობას შეუდგა. რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული რაზმის დასახელებამდე, მან სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება დაიწყო და ასისტენტებად შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსს უხმო. ქართულ რაგბისა და 53 წლის ინგლისელის ასისტენტებს შორის ხელშეკრულება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, სოვერბიმ და მაკფილიპსმა მოაწერეს. “მინდა, […]

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა

კიევის ფეხბურთის სახლში ჩატარებულ კონგრესზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ანდრეი შევჩენო აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. შევჩენკოს ხმა 93-მა დელეგატმა მისცა. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურისტი პაველ ბოიჩუკი გახდა, რომელიც დიდი ხანია შევჩენკოსთან თანამშრომლობს. აგრეთვე დანიშნეს ორი ვიცე-პრეზიდენტი – ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვი და ლვოვის საოლქო ფედერაციის ხელმძღვანელი ალეკსანდრ შევჩენკო. ანდრეი შევჩენკომ ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ანდრეი […]

მამაკაცი, რომელიც ორბელიანზე დაჭრეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. კაცს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ადვოკატთა ასოციაციაში ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია აქტივობები იურიდიული განათლების მიმართულებით, ასევე შემუშავდება ასოციაციის სისტემის კონცეფცია. მიზანი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაა. პრეზენტაციას ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს, პროკურატურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება პოპულიზმია, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ – ირაკლი ქადაგიშვილი

2022-2023 წლებში, რუსეთის ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი არ შემოსულა – ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გააკეთა და ხელისუფლება გააკრიტიკა. პოლიტიკოსის ხედვით, რუსეთიდან გასული ინვესტიციების 5-7% მაინც რომ შემოსულიყო საქართველოში, ქვეყანა უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა. გიორგი ვაშაძის მათემატიკა “ჩვეულებრივი პოპულიზმია” “ქართული ოცნებისთვის”. როგორც უმრავლესობაში ითქვა, 4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრის […]

“საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით” – Madrid Fusión

Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს. „მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“, – ვკითხულობთ პოსტში. Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება. Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული […]