“არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა” – მეღვინეების მიმართვა

მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. განცხადებაში, რომელიც “ღვინის ოსტატების” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება, ისინი მოუწოდებს პროფესიულ ჯგუფებს მოახდინონ მობილიზება და ყველა ერთად დადგეს “ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში“. ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ […]

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადება

შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლების, თანასწორობის და დამოუკიდებლობის ღირებულებებისთვის მებრძოლი სივრცე. ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც დღეს მმართველი პარტია ჩვენს ქვეყანაში ატარებს, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისთვისაც წლებია ვიბრძვით, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია და რაც დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით – ეს არის ჩვენი მისწრაფება ვიყოთ ევროპის ნაწილი. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია […]

ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა. დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო. კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს შალვა გოგოლაძე იკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მთავრობის ახალი კაბინეტის პირობებში პოსტი […]

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას პასუხობს

ქართველები ემოციურები ვართ, „ცხელ გულზე“ გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი – როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად ვიხელმძღვანელე,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მსგავსად, თავადაც დაეთანხმა არჩევნების არაკონსტიტუციურად […]

ადვოკატის განმარტებით, დოდი ხარხელის სახლში სამართალდამცავები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ

ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარეს ორი ადამიანის პირადი ჩხრეკა, ამოიღეს ტექნიკა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და ლეპტოპი – ეს ჩხრეკა უკანონო იყო, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა და გაუგებარია, რატომ მოიქცნენ სამართალდამცველები ასე. ადვოკატის განმარტებით, დოდი ხარხელის სახლში სამართალდამცავები მისი […]

კახა კალაძე აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“ – აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიას

აშკარად ხაბეიშვილი მართავს აშშ-ის საელჩოს სოცმედიას – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ამხელა სახელმწიფო ამ ტიპის „ქარდებს“ რომ აქვეყნებს. „რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას. წარმოუდგენია, […]

დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. პოლიციის სამმართველოსთან აქციის მონაწილეებმა შემდეგი სახის ტრანსპარანტები მიიტანეს: “წამება დანაშაულია, პროტესტი – არა!”, “ არ აწამო!”, “არ დაარტყა!” “თქვენი უდრეკობა გვაძლიერებს”. მანიფესტანტებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაზიანებები მიაყენეს. კავშირი „საფარის” ხელმძღვანელის, უფლებადამცველ ბაია პატარაიას […]

კახა კალაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე – გასარკვევია რეალურად რა მოხდა, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა

გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აქციის დროს დაშავებული 22 წლის ახალგაზრდაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დედაქალაქის მერმა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. „მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება 22 წლის დაშავებულს, გასარკვევია რეალურად რა […]

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გახდა

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გახდა პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის 30 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრს, თინათინ რუხაძეს ახალი მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი ბექა დავითულიანი ეყოლება. ცნობისთვის, მინისტრის ახალ მოადგილე ბექა დავითულიანი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მანამდე კი ის თბილისის საკრებულოში მუშაობდა.

ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ნომერ პირველი შესაძლებლობა იყო, რომ უფრო დროულად გვქონოდა ბაზართან წვდომა – ნინო ზამბახიძე

ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ნომერ პირველი შესაძლებლობა იყო, რომ უფრო დროულად გვქონოდა ბაზართან წვდომა – ნინო ზამბახიძე „ევროკავშირთან ასოცირება ფერმერული მეურნეობებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის იყო ნომერ პირველი შესაძლებლობა“, – ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს. როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადაწევა აფერხებს როგორც […]