კახა კალაძე აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“ – აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიას

აშკარად ხაბეიშვილი მართავს აშშ-ის საელჩოს სოცმედიას – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ამხელა სახელმწიფო ამ ტიპის „ქარდებს“ რომ აქვეყნებს.
„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას.
წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის „ქარდებს“ აქვეყნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.
„ნუ აბრალებთ სხვებს“ – წერს საელჩო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა