ფაბრიციო რომანო: ოსიმენის შესახებ სიმართლეს გეტყვით
ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ SOS Fanta-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. “ოსიმენს ინტერვიუები არ ხიბლავს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას, ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. საჯაროდ ამდენი საუბარი მას არ ეხმარება. 150%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად ვიქტორს კონტრაქტი არცერთ გუნდთან შეუთანხმებია. მან რამდენიმე დღის წინ უბრალოდ განაცხადა, რომ ზაფხულში “პარტენოპეის” დატოვებს, ეს ისედაც ვიცოდი, როცა “ნაპოლისთან” […]
თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, საბურავების საწყობში ცეცხლი გაჩნდა
თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, საბურავების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა.
“ეს NGO-ების სექტორი რას დაწერს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე კარგს” – გურამ მაჭარაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციასთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის საბოტაჟს ცდილობს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. გარდა ამისა, “ხალხის ძალაში”მესამე სექტორის გარე დამკვეთებზე საუბრობენ. “მე ბევრჯერ მინახავს თვითლუსტრაციის პროცესი, მაგრამ ასე აშკარა არ მინახავს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი დასტა გამოდის და ასე საჯაროდ […]
9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს
9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. “ამ შენობაში ყველა შეხვედრაზე დავდივარ, სადაც გვიშვებენ. მე არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა, იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი და გარემოებებიც შეცვლილია წინა პერიოდთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. მე ვინაიდან არ […]
საქართველოს განათლების მინისტრს ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება – მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს მასპინძლობს
მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. კონფერენციის განმავლობაში წარმატებული ინფლუენსერები მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას […]
ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი მობილური აპლიკაცია მუზეუმების ისტორიებთან და საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად აუდიტორიას ახალ სამუზეუმო თამაშსაც სთავაზობს
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი მობილური აპლიკაციაა, რომელიც გარდა მუზეუმების ისტორიებისა და საგანმანათლებლო პროგრამებისა, შემეცნებით კომპონენტსაც აერთიანებს და აუდიტორიას ახალ სამუზეუმო თამაშს სთავაზობს. ორენოვანი აპლიკაცია დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებაზე.
რუსეთის ფედერაციამ წლის განმავლობაში აშშ-დან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები მიიღო – Bloomberg
რუსეთის ფედერაციამ წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღურებულების ჩიპები მიიღო – ამის შესახებ “დოიჩე ველე” “ბლუმბერგის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს. სტატიაში გამოცემა “ბლუმბერგს” მოჰყავს რუსეთის საბაჟო მონაცემები. ტექსტში წერია, რომ ჩიპები გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების დასამზადებლად. “ბლუმბერგი” ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ყველა […]
დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა
დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. 17:00 საათზე გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების ერთობლივი განცხადებები.
ო’ბრაიენი: საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია, მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო მისიას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში ომი იყო, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა. მას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ დაუსვეს კითხვა. ო’ბრაიენის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავენ, შესაბამისად, უსაფრთხოება […]