რუსეთის ფედერაციამ წლის განმავლობაში აშშ-დან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები მიიღო – Bloomberg

ს ფედერაციამ წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღურებულების ჩიპები მიიღო – ამის შესახებ “დოიჩე ველე” “ბლუმბერგის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს. სტატიაში გამოცემა “ბლუმბერგს” მოჰყავს რუსეთის საბაჟო მონაცემები.
ტექსტში წერია, რომ ჩიპები გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების დასამზადებლად.
“ბლუმბერგი” ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ყველა ამ კომპანიამ დაარღვია სანქციების შესახებ კანონი. როგორც სააგენტო წერს, სანქცირებული ტექნოლოგიების უმეტესობა რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით აღწევდა.
თავად დასავლური კომპანიები სანქციების დარღვევას უარყოფენ. ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა, რომელთა პროდუქციაც რუსეთში შევიდა, განაცხადეს, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ სანქციების შესახებ მოთხოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ