ჯანდაცვის მინისტრი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღევანდელ შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული. „ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, […]
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – 2023 წელს საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ ზოგიერთ ჯგუფთან მიმართებით შეინიშნებოდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ზოგადი ფონი კვლავ კრიტიკულად რჩება
2023 წელს საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ ზოგიერთ ჯგუფთან მიმართებით შეინიშნებოდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ზოგადი ფონი კვლავ კრიტიკულად რჩება – შეინიშნებოდა ხელისუფლების მიერ პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისგან თავის შეკავება, რამაც ხელი შეუწყო დისკრიმინაციის გაღვივებას,- ამის შესახებ აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში – „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თანასწორობის უფლების დაცვის კონტექსტში მნიშვნელოვანია მსჯელობა […]
ფოთის მერი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება
ქალაქ ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გამწვანება და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. ამასთან, ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ დამონტაჟდება გარე განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. მერიის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულის […]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა საქართველოს შესახებ ორ რეზოლუციას დაუჭირა მხარი
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ ორ რეზოლუციას. მესამე რეზოლუციას, რომელიც წევრი ქვეყნების მონიტორინგის ანგარიშის შეჯამებაა, დეპუტატი დღეს დაუჭერს მხარს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ უკვე მხარდაჭერილია დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე, სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ […]
საია-ს თავმჯდომარე – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, რომელიც ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმების შესრულებას ეხება
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასოციაცია ყველა იმ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, რომელიც ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმების შესრულებას ეხება. მისივე თქმით, ისინი ყოველდღე მუშაობენ იმისათვის, რომ 9 პუნქტში მოცემული საკითხები შესრულდეს. „ჩვენ დიდი სიამოვნებით ყველა სამუშაო პროცესში ჩავერთვებით, რომელიც 9-პუნქტიანი დათქმების შესრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ პარლამენტისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება, […]
ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ.
“ნაპოლიმ” პრემიერლიგიდან მცველი დაიმატა
“ნაპოლიმ” “ასტონ ვილადან” 6-თვიანი იჯარით ცენტრალური მცველი ლეანდერ დენდონკერი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” ბელგიელის გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლება. მიმდინარე სეზონში დენდონკერს “ასტონ ვილას” რიგებში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია, ლეანდერმა “ვილანების” რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. დენდონკერმა პროფესიონალური კარიერა “ანდერლეხტში” დაიწყო, 2018 წელს კი 13.8 მილიონ ევროდ “ვულვზში” […]
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.
თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი […]
2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი?
2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება. Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული. მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან […]