ომბუდსმენი დოდი ხარხელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე – დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება – ფაქტს შევისწავლით

სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა. არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კომუნიკაცია ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის […]
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის […]
ნინო ლომჯარია – ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს – რეჟიმმა უკან დასახევი სამართლებრივი გზა თავად მოიჭრა

ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს – ეს არის გადაწყვეტილება, რითაც ამ რეჟიმმა უკან დასახევი სამართლებრივი გზა თავად მოიჭრა, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო. […]
რატი იონათამიშვილი – რასაც სკოლებში კადრულობენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰიტლერისა და ლენინის შემდეგ მსგავსი სიბინძურე სკოლებში ევროპაში არავის უკადრია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ გარდა

ასობით მშობელმა მომწერა, დამიკავშირდა და მითხრა იმ საკითხებთან დაკავშირებით სკოლებში რასაც კადრულობენ ზოგიერთები. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია დღეს ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისთვის, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან ბავშვების […]
რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ბიუჯეტმა, დარბევის კადრების გაშუქების შემდეგ, ტურისტები რომ ჩამოვიდნენ? – GTI Alliance

“როგორ წარმოგიდგენიათ, როცა რუსთაველის კადრების აშუქებს საერთაშორისო მედია, რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ქვეყნის ბიუჯეტმა, რომ ტურისტებს უთხრას, ჩვენთან მშვიდობაა, მობრძანდით და დაათვალიერეთო?” – ტურიზმის სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი დარბევის გავლენაზე “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის” თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი საუბრობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მსგავსი ვითარება შენარჩუნდება, ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სრულ კრიზისად გარდაიქმნება […]
“ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია” – დოდი ხარხელის თქმით, სახლი უჩა აბაშიძის საქმეზე გაჩხრიკეს

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი, დოდი ხარხელი აცხადებს, რომ თვეების წინ დაწყებულ გამოძიებაზე მისი სახლის ჩხრეკა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ამ საკითხზე, ონლაინ სივრცეში მის აქტიურობასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის საქმეზე. აბაშიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, […]
The Insider: თბილისში აქციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს

თბილისში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სცემეს და მოგვიანებით სომხეთში გააძევეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, კაცი, სახელად მიხაილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29-დან 30 ნოემბრის ღამით დააკავეს. მისი მტკიცებით, მედიის წარმომადგენლების გვერდით იმყოფებოდა, ცდილობდა აქციის მონაწილეებისგან მაქსიმალურად შორს ყოფილიყო და თავისი პროექტისთვის ტელეფონით იღებდა იმას, რაც ხდებოდა. […]
უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, როგორ იქცეოდა აქციის მონაწილეთა ნაწილი, აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები

ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიეცა ძალადობრივი ხასიათი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ დედაქალაქში […]
მარგუს ცაჰკნა – არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი აქვს – ამ ტყუილების აღარ მჯერა

გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოელის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში […]
მიხეილ სააკაშვილი – აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც

გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია. „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო […]