“ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია” – დოდი ხარხელის თქმით, სახლი უჩა აბაშიძის საქმეზე გაჩხრიკეს

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი, დოდი ხარხელი აცხადებს, რომ თვეების წინ დაწყებულ გამოძიებაზე მისი სახლის ჩხრეკა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ამ საკითხზე, ონლაინ სივრცეში მის აქტიურობასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის საქმეზე. აბაშიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 700 სტუდენტის მოთხოვნა სწავლის შეჩერებაზე, არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ისინი აპროტესტებენ რექტორატის გადაწყვეტილებას, რომელმაც სასწავლო პროცესი არ შეაჩერა. ამ მოთხოვნით 700 სტუდენტმა ადმინისტრაციას ორი დღის წინ წერილობით მიმართა. ახალგაზრდები ითხოვენ სწავლის შეჩერებას ან შუალედურების აღდგენის თავისუფალ გრაფიკს იმისათვის, რომ აქციებში მიიღონ მონაწილეობა. “700 სტუდენტმა ხელმოწერებით გააგზავნა რამდენიმე მოთხოვნა რექტორთან სწავლის გაჩერებაზე ან სტუდენტების ხელშეწყობაში იმაზე რომ […]

,,აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით?“ – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს: ,,აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით? ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?! “ქართულ ოცნებასთან” ერთად არ გინდათ ევროპა?! აბა, “ნაცებთან” ერთად გინდათ? – იმდენად წამგებიანია ამის ხმამაღლა გაცხადება, რომ ვერ დაგაცდენინებთ კის )) ალბათ “ლელოსთან” ერთად გინდათ, რომლის წევრები […]

სამხრეთ აფრიკაში ღვინოზე აქციზი შესაძლოა 80%-მდე გაიზარდოს

სამხრეთ აფრიკის მთავრობა 2025 წელს, ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის სისტემის შეცვლას გეგმავს. ინფორმაციას Harpers ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კონკრეტული პარამეტრები თებერვალში გაჟღერდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე აქციზის გადასახადი შესაძლოა 80%-მდე გაიზარდოს. როგორც Harpers–ი წერს, განაკვეთების გაზრდის აუცილებლობა ალკოჰოლის მოხმარების შემცირების სურვილით ახსნეს. ღვინის, ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების ამჟამინდელი საორიენტაციო საგადასახადო განაკვეთები დაწესებულია […]

„მოხმარებელების მიერ შემოსული განაცხადების 67%-ს ონლაინ ვაჭრობა იკავებს“ – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 70% ქალი და 30% მამაკაცი. – აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 78 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 147 საქმეზე. – GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის […]

ლევან ხაბეიშვილი – საზოგადოება უნდა მობილიზეს და წინააღმდეგობის მეორე ფაზა დაიწყოს -სრულად დემორალიზებულები, გამოფიტულები და 120 საათი უძილოები არიან, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია

სრულად დემორალიზებულები, გამოფიტულები და 120 საათი უძილოები არიან – გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, დღეს საზოგადოება კიდევ უფრო უნდა მობილიზეს და წინააღმდეგობის მეორე ფაზა დაიწყოს. „რეჟიმს ჰგონია, რომ მოიგო და წინააღმდეგობა დასრულდა. ფიქრობენ, გაუძლეს და გადაგვტეხეს. ამიტომ, დღეს კიდევ უფრო მეტად ვმობილიზდეთ და […]

ამბროლაურის მერია – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება. ამბროლაურის მერიის ინფორმაციით,გამყრელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, ამ დრომდე სოფელ წესში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება. „სასიხარულოა ის, რომ ოჯახი ახალ წელს ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლში შეხვდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტის ისტორიაში წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 2 […]

აქტივისტი დოდი ხარხელი – წაიღეს გადავარდნილი, დავიწყებული „ფლეშკა“, მობილურები, მათ შორის ძველი, ლეპტოპები, ჩემიც, ჩემი მეუღლისაც და ბავშვისაც – ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა დააშინონ

წაიღეს, ყველაფერი: სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული „ფლეშკა“, მობილურები, მათ შორის ძველი, სამუშაო ლეპტოპები, ჩემიც, ჩემი მეუღლისაც და ბავშვისაც – საინტერესო ისაა, რომ როგორც ვიცით, ეს გადაუდებელ და აუცილებელ ჩხრეკად კვალიფიცირდა,- ამის შესახებ აქტივისტმა, დოდი ხარხელმა მის სახლში საპოლიციო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხარხელმა განმარტა, მისთვის თავიდან სამართალდამცავებს მიზეზები არ განუმარტიათ. „ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში […]

უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე

უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ნებისმიერ […]

აქციაზე ნაცემი მოქალაქეები სასამართლომ აქეთ დააჯარიმა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები, ირაკლი წულაია და ირაკლი დიასამიძე, რომლებიც ამბობენ, რომ სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ წულაიას 3000-ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო დიასამიძეს, რომელსაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმანი ხულიგნობასაც ედავებოდა – 4500 ლარით. წულაია და დიასამიძე 28 ნოემბრის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და სხვადასხვა […]