რუსეთში ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე [გიორგი ჩხარტიშვილი] ძებნა გამოაცხადა. მისი მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში დღეს, 26 იანვარს გამოჩნდა. 12 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა. “ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული […]

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა. „მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში ახალი ნაწილი გახდება“, – განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 […]

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს […]

აშშ ამბობს, რომ ჰუთების რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა

ამერიკის შეერთბული შტატები აცხადებს, რომ ჰუთების რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა. 26 იანვარს, ჰუთების მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ადენის ყურეში ნავთობით დატვირთული ბრიტანულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. აშშ-ის ცნობით, ტანკერი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტამ დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეს ჰუთებისგან წითელი ზღვის მიდამოებში საერთაშორისო გადაზიდვებზე ერთ-ერთი ბოლო თავდასხმაა. პასუხად ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის და მისი მოკავშირეები „იტოვებენ სათანადო […]

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მომხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

პრემიერი – ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას. “დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს […]

უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე; ასევე, ნაქერალას უღელტეხილსა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის […]

შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს. მიშელის თქმით, სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ […]

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და „საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, […]

კათოლიკური ეკლესია წმინდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას წმინდა ნინოს დღესასწაულს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს წმინდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავს. „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება და ამდენად, წმინდანი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ქართველთა შორის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა […]