FITUR-2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024 ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, […]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენებას ულოცავს. დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. „წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს […]
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, მარია კორინა მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, მარია კორინა მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მაჩადო ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს უჭერდა მხარს და კორუფციაში იღებდა მონაწილეობას. „რეჟიმმა ბარბადოსში მიღწეული შეთანხმების დასრულება გადაწყვიტა. ის, რის დასრულებასაც იგი ვერ შეძლებს, არის ჩვენი ბრძოლა, რათა თავისუფალი და […]
ზურაბ ჩიკვილაძე – მუნიციპალური პროგრამები თოდუას კლინიკაში წარმატებით ხორციელდება
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან ანა კაკაბაძესთან და ნათია მოდებაძესთან ერთად თოდუას კლინიკას ეწვია. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დედაქალაქის იმ ერთ-ერთ კლინიკათაგანია, სადაც მუნიციპალური პროგრამები წარმატებით ხორციელდება. „მსგავსი კლინიკების არსებობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. პაციენტზე ორიენტირებულობა, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, პროფესიონალთა გუნდი […]
ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგო გააუპატიურა – დაწყებულია გამოძიება
ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო, 51 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 16 წლის გოგოს დანით ემუქრებოდა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა
აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა , – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რეგიონში მოცურავე სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გასაშვებად იყო მზად. აშშ-ის თავდაცვით დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო […]
შარლ მიშელი პოსტზე რჩება, EU ორბანის პრეზიდენტობას იცილებს
შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა. “მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”. შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე (30 […]
უნგრეთმა უკრაინის 50 მილიარდ ევროზე მოლაპარაკებები გაართულა – Reuters
ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების დამტკიცების შესახებ გართულებულია უნგრეთის პოზიციის გამო. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს 26 იანვარს, ანონიმურობის პირობით განუცხადა. ოფიციალური პირის თქმით, რომელიც უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხზე ევროკავშირის სამიტის მომზადებაში მონაწილეობს, უნგრეთის პოზიცია “ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მოქნილი, მოლაპარაკებები გარკვეულწილად რთულდება.” “ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანას არ […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წმიდა დედა ჩვენი და მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV)
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო, დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის […]