პრემიერი – ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას.
“დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ
ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო,”- აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)