ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის დემონსტრანტის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ხოლო თუკი ამის საჭიროება დადგება, მას თავად სახელმწიფო მიხედავს. ამასთან, სარჯველაძის თქმით, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საჭიროა სათანადო დონეზე შესწავლა-გარკვევა, რათა […]

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ- რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს“. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამაზრზენობაზე მეტყველებს. „ეს მეტყველებს ამაზრზენობაზე. ჩვენთვის მეტად მტკივნეულია ხოლმე ჩვენი მხარდაჭერილი ადამიანი რომ ამას კადრულობს. სააკაშვილი რას […]

პრეზიდენტი: დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანა არის იმ “ძალიან სახიფათო” მდგომარეობაში, სადაც “დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში”. ამით, იგი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არჩევნებზე სარჩელების წარმოებაში არმიღებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორ პოლიტიკოსებთან და კონტიტუციონალისტებთან ერთად. “დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს და ქვეყანას, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რამეთუ ის შანსი, […]

საქართველოს უნივერსიტეტმა საჯარო მოხელეების მხარდამჭერი ფონდი შექმნა

საქართველოს უნივერსიტეტმა საჯარო მოხელეების 200 000-ლარიანი ფონდი შექმნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დაეხმარება, ისეთებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და შესაძლოა, სამსახურებიდან გაუშვან. „ 200,000 – ლარიანი ფონდიდან 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება”, – ნათქვამია უნივერსიტეტის […]

„ჩარევად აღიქმება“ – საგარეოში ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარეს სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ

3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე „შეშფოთება გამოითქვა“ სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. წინა დღეს ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სავიზო სანქციები […]

ხაზარაძე: მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ოცნებას ტოვებენ

ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ ოცნების რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას. მათი ეს ნაბიჯი აუცილებლად დაფასდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ხალხის მხრიდან!

ზურაბიშვილი: დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავსა და ქვეყანას გამოუტანა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საკუთარ თავს, ქვეყანასა და ყველა ინსტიტუტს განაჩენი გამოუტანა. ამასთან პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ლეგიტიმური ინსტიტუტი – არა პარლამენტი, არა საკონსტიტუციო სასამართლო და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუტებისა, რომელიც დამოკიდებულია ერთპარტიულ წყობაზე. “დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის […]

“სამი ძმა” ფოიერვერკებს ყველას არ მიჰყიდის

კომპანია “სამი ძმა” ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის – ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. facebook-პოსტში წერია, რომ მიზეზი კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციაა. BM.GE-მ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ პიროტექნიკას ვერც საბითუმოდ შევიძენთ, რა რაოდენობის შეძენაც არ უნდა გვსურდეს. “ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 2024 წლის 3 დეკემბრიდან, კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში, დროებით საცალოდ, ვერ მოგემსახურებათ […]

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღებას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ […]

სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი

ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას. „ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს […]