“სამი ძმა” ფოიერვერკებს ყველას არ მიჰყიდის

კომპანია “სამი ძმა” ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის – ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. facebook-პოსტში წერია, რომ მიზეზი კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციაა. BM.GE-მ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ პიროტექნიკას ვერც საბითუმოდ შევიძენთ, რა რაოდენობის შეძენაც არ უნდა გვსურდეს. “ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 2024 წლის 3 დეკემბრიდან, კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში, დროებით საცალოდ, ვერ მოგემსახურებათ […]

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა – პრეზიდენტი

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღებას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ […]

„არავის არ უწერია, რომ თუ ევროკავშირის წევრი გახდები, იქ ღვინო აღარ უნდა გაიტანო“ – იაგო ბიტარიშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანებაში შესვლით საქართველოს ღვინის სექტორი ჩამოინგრევა. “აბა, შეხედეთ ღვინის სექტორს. EU-ში დღესვე რომ გავწევრიანდეთ, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.”- თქვა შალვა პაპუაშვილმა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენად რეალურია პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება. ჩვენ ამ საკითხზე ბიომეღვინეობა ”იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელს იაგო ბიტარიშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ქართული ღვინო უკვე 20 წელია […]

ფრანგი კანონმდებლები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

საფრანგეთის კანონმდებლები, ოთხშაბათს, 4 დეკემბერს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს მიშელ ბარნიეს ისედაც მყიფე კოალიციას რეალურ საფრთხეს უქმნის, რაც გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, ეს იქნება საფრანგეთის პირველი მთავრობა, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, იძულებული გახდება გადადგეს. საფრანგეთის პარლამენტში დებატები ოთხშაბათს, […]

აშშ-ში მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში – ირაკლი კობახიძე

ეს 2 თვე, სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო განსაკუთრებული რისკების შემცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში, განსაკუთრებით, რაც ხდება უკრაინაში. „თქვენ ხედავთ, 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ […]

„ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით და იგივე მეორდება“ – ასმათ ტყაბლაძე

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე: „მოაშორეთ ჯალათები, წაქცეულს და ქალებს რომ წიხლებით სცემენ… ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით და იგივე მეორდება, ეს არაფერს კარგს არ მოიტანს. გეყოფათ sos“

„ათასი ვერსია შეიძლება დაწეროთ და ყველა ერთი და იგივეს რატომ იმეორებთ?“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: „დღეს უკვე წინასწარ ვიცი, ვისი პოსტი დამხვდება ხოლმე ფეისბუქზე იმის შესახებ, რომ ბავშვებს მიერეკებიან აქციებზე:)) ბრიფინგზე რომ გაჟღერდა ეგ მესიჯი, სასწრაფოდ აიტაცეს და იმეორებენ. რამე კრეატიულიც რომ მოიშველიოთ სხვებმა, მაგალითად, ზოგმა რომ თქვათ, რომ მოხუცებს მიერეკებიან ძალით, ან რძლები დედამთილებს ან რა ვიცი, ათასი ვერსია შეიძლება დაწეროთ და ყველა ერთი და იგივეს […]

„სულს ამოგხდით ამისთვის!“ – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს: „რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე! ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ, მთელ საქართველოსაც დავიცავთ! სულს ამოგხდით ამისთვის! რუსული დროშები იფრიალებს რუსთაველზე! ჩვენ რუსთაველსაც ჩავაბარებთ, თბილისსაც ჩავაბარებთ, მთელ საქართველოსაც ჩავაბარებთ! ძვლებში გადაგამტვრევთ ამისთვის! რა ვიცი აბა, თქვენ შეადარეთ“

(ვიდეო) – “შენ შეგე@ი POSTV” – ია ფარულავა

მსახიობი, ია ფარულავა, ქართული ოცნების და მათი მომხრეების ახალ ნარატივს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა და არასრულწლოვნებს ვინმე აქეზებს და სკოლის მოსწავლეების პროტესტი არაა გულწრფელი და ამბობს: დამირეკა პოსტ ტვ–ის ჟურნალისტმა, ჩვენ გვაქვს ჩანაწერიო, როგორ მოუწოდებ არასრულწლოვნებს რომ აქციაზე გავიდნენო… შენ შეგე@ი POSTV http://

საგარეო უწყებაში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ განცხადების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება […]