დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავსა და ქვეყანას გამოუტანა – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს – არა პარლამენტი, არა ამ […]

ღარიბაშვილის კადრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლდა

ირაკლი ღარიბაშვილის კადრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან წავიდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით სუჯაშვილს გელა გელაძე შეცვლის. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ისიც – რა პოსტზე გადაინაცვლებს ყოფილი მოადგილე და რჩება თუ არა საჯარო სამსახურში. განახლება: როგორც მოგვაინებით გავრცელდა ინფორმაცია, დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს

“ხმა მივეცით ევროპულ მომავალს!” – ღარიბაშვილის ბოლო განცხადება

დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ოცნების დატოვებას გეგმავს, ღარიბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე, ბოლო ტექსტური განცხადება 25 ოქტომბერს გავრცელდა, სადაც წერდა, რომ ხმა მისვა ევროპულ მომავალს. სად წავა მისი ის ხმა, რომელიც ევროპულ მომავალს მისცა, იმედია, თავად იტყვის მალე. ირაკლი ღარიბვაშვილის 26 ოქტომბრის […]

„თქვა კაცმა, რომელმაც ტვ1 აქცია პირად ტელევიზიად და ყველა იქ მომუშავეს, ასეთ დროს აუკრძალა ჟურნალისტობა“ – იაგო ხვიჩია მამუკა ხაზარაძეს

„თქვა კაცმა, რომელმაც ტვ1 აქცია პირად ტელევიზიად და ყველა იქ მომუშავეს, ასეთ დროს აუკრძალა ჟურნალისტობა“ – იაგო ხვიჩია მამუკა ხაზარაძეს მამუკა ხაზარაძის პოსტს – „საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას – ხალხს! გაიხსნას “ტვ იმედი” და “რუსთავი 2” ფართო საზოგადოებისთვის!“- იაგო ხვიჩია ასე ეხმაურება: „თქვა კაცმა, რომელმაც ტვ1 აქცია პირად ტელევიზიად და ყველა იქ მომუშავეს, ასეთ დროს […]

ქვეყანაში რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეცდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმედი ჰქონდა. ასე ეხმაურება პრეზიდენტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. ზურაბიშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა როგორც საკუთარ თავს, ისე მთელ ქვეყანას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში რჩება მხოლოდ ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი […]

ემიგრანტების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს არ ახსოვს უახლესი ისტორიის განმავლობაში მსგავსი კატასტროფული პოლიტიკური ვითარება და დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი მთავრობა არ ყოფილა ასეთი ცინიკური და ასეთი ღია საკუთარ მოღალატეობრივ ზრახვებში. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება საქართველოსა და მისი ხალხის […]

ერთი-ერთზე ტელევიზიაში ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა – ხიდაშელი კობახიძეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომ ერთადერთი ფორმატი, სადაც მასთან სასაუბროდ შეიძლება დაჯდეს ერთი-ერთზე ტელევიზიის ეთერია. მისი თქმით, კობახიძე ან ამ ფორმატს თანხმდება ან უბრალოდ მშიშარა. „ეს მშიშარა 12 არა 32 და კიდევ მანამდე ხელს მოვუწერ მის პრემიერობაზე და ლეგიტიმაციაზე. ფორმატი არის ერთი – ერთი – ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური […]

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის დემონსტრანტის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ხოლო თუკი ამის საჭიროება დადგება, მას თავად სახელმწიფო მიხედავს. ამასთან, სარჯველაძის თქმით, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საჭიროა სათანადო დონეზე შესწავლა-გარკვევა, რათა […]

მიხეილ სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე – მინდა დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას

მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ […]

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ- რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს“. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამაზრზენობაზე მეტყველებს. „ეს მეტყველებს ამაზრზენობაზე. ჩვენთვის მეტად მტკივნეულია ხოლმე ჩვენი მხარდაჭერილი ადამიანი რომ ამას კადრულობს. სააკაშვილი რას […]