მიხეილ დაუშვილი – დღევანდელი გადაწყვეტილება მადლობასაც კი იმსახურებს – საარჩევნოდ საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივდა

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდებოდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იყო, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაყენებით, ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე საქმე გაუადვილა. „ღარიბაშვილი კი არ გადადგა, რა თქმა უნდა, […]

დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწმობის მისაღებად ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბს უნდა მიმართონ. „არის შტაბი, არის შტაბის თავმჯდომარე“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. დღეს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის […]

თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თელავში ორსართულიანი სახლი იწვის. ცეცხლი ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ამ დროის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, ელექტროობას უკავშირდებოდეს, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.

მამუკა მდინარაძე – ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე – რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, […]

„ძალიან მემარცხენე ქვეყნად ვყალიბდებით“ – დევი ხეჩინაშვილი

სამედიცინო მომსახურების სფეროში სახელმწიფოს გაძლიერება არ არის სწორი მიმართულება და ჩვენი სიტუაცია არ უნდა შევადაროთ ევროპაში არსებულ ვითარებას, სადაც სულ სხვა ისტორია და ტრადიციები არსებობს, – ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ბოლო პერიოდში აქტუალურ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს ინტერესები უნდა გაძლიერდეს და კერძო სექტორის […]

“ფრთხილად იყავით ბავშვებო” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა სულ იცოცხლებდა. არ ვიცნობდი – ჩვენს აქციებზე ვხედავდი ხოლმე სულ, გასართობ ადგილებშიც მხვდებოდა. ძალიან განვიცდი – მიხაროდა რომ დავინახავდი, ენერგიას მაძლევდა მისი ხასიათი. ფრთხილად იყავით ბავშვებო – ნუ აკლდებით და გვიუშნოვებთ ცხოვრებას 💔

“გახარიას სელფს 120 000 ლაიქი ჰქონდა, პრემიერის გამოსამშვიდობებელ სიტყვას – 3 000 ლაიქი აქვს” – ტრაპაიძე

ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე, ტვ პირველზე, ამბობს: როცა გახარიამ პრემიერ-მინისტრობის პოსტი დატოვა, მთავრობის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად სელფი გამოაქვეყნა, რომელსაც 120 000 ლაიქი, 25 000 კომენტარი და 6 ათასამდე გაზიარება ჰქონდა, ახლა ვათვალიერებდი პრემიერის დასამშვიდობებელ სიტყვას, რომელსაც აქვს 3 000 ლაიქი, ვნახოთ იქნება, თუ არა, სელფი, ან დასამშვიდობებელი ფოტო, ან ვიდეო.

იტალიის მარეგულირებელი ChatGPT-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

მონაცემთა დაცვის იტალიურმა მარეგულირებელმა (Garante Per La Protezione Dei Dati Personali) შეიტანა საჩივარი ამერიკული კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ ევროპული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო. ამის შესახებ MarketWatch სამეთვალყურეო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს. გამოძიების შემდეგ, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო, მარეგულირებელმა დაასკვნა, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ChatGPT ჩატბოტი შესაძლოა არღვევდეს ევროკავშირის კანონმდებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, აღნიშნავს MarketWatch. […]

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ამ თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გაკეთდა. „ძალიან საყურადღებოა პოლიტიკური გზავნილები, რომელიც საქართველომ ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე გააჟღერა – პრაგმატული მიდგომა იმის შესახებ, თუ რა რეალური […]

ისრაელის უშიშროება ღაზაში გაეროს სააგენტოს 190-მდე წარმომადგენელს ადანაშაულებს ჰამასსა და “ისლამურ ჯიჰადთან” კავშირებში

ისრაელის დაზვერვის დოსიე, რომელმაც არაერთ ქვეყანას უბიძგა, დაფინანსება შეეჩერებინა გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA), მოიცავს ბრალდებებს, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილმა გასული წლის 7 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ისრაელში მომხდარ გატაცებებსა და მკვლელობებში, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა. დოსიე ექვსი გვერდისგან შედგება და მას გაეცნო “როიტერსი”, რომლის თანახმად, დოსიეში გამოთქმულია ბრალდება, რომ UNRWA-ის 190-მდე თანამშრომელი (მათ შორის მასწავლებლები) […]