გურამ გურამიშვილმა მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პროცესში საქართველოს, როგორც საკვანძო მონაწილის შესახებ ისაუბრა

საქართველო იდეალურადაა განლაგებული აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესასრულებლად, რაც უზრუნველყოფს წვდომას საკვანძო ბაზრებზე არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, არამედ ჩინეთისა და ევროკავშირისთვისაც. შუა დერეფნის შემდგომი განვითარება, როგორც ევროპა-აზიის მიმოსვლის მოკლე, საიმედო და მიმზიდველი ვარიანტი, ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია , – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ […]

ანდრეი ერმაკი – უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „დღეს, ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის გამართვის ინტერესი არსებობს. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი […]

გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აცდენილია რეალობას – ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს

ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მისივე თქმით, გამოსავალი არსებობს, რაც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებით უნდა მოხდეს. “ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია […]

დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის

უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უჟგოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. „ჩვენ ერთ […]

აშშ-ს სანქციებმა რუსული ენერგეტიკული პროექტი შეაჩერა – Bloomberg

ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ახალ საწარმოზე დაწესებულმა აშშ-ს სანქციებმა რუსეთის საექსპორტო გეგმები ჩაშალა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. სააგენტო წერს, რომ აშშ-ს ძალისხმევა, შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები, შედეგს იღებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის სანქციებმა ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ახალ ქარხანაზე ჩაშალა რუსეთის გეგმები მიმდინარე თვეში ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით ქარხნის ოპერატორი Новатек-ი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ […]

Adjarabet-ის მფლობელი Flutter-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა

გეიმინგ-კომპანია Adjarabet-ის მფლობელი კომპანიის, ირლანდიური Flutter-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ამ დრომდე, Flutter-ის აქციების შეძენა ინვესტორებს დუბლინისა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე შეეძლოთ, ანუ კომპანიის აქციები ისედაც ორ ბირჟაზე ივაჭრებოდა. ამ შემთხვევაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Flutter-მა სწორედ დუბლინში დალისტული აქციები გადმოიტანა, ანუ კომპანია დუბლინის საფონდო ბირჟიდან გავიდა. Flutter-ის აქციები ჯერ კიდევ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, […]

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას – მამუკა მდინარაძე

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, […]

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შალვა პააპუაშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჰოლოკოსტმა 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. ღონისძიებაზე ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი. “დღეს ჩვენ ერთობლივად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გავიხსენეთ ჰოლოკოსტი. ვიხსენებთ მსხვერპლს, ვიხსენებთ გადარჩენილებს და გაკვეთილებს, რაც ვისწავლეთ. […]

თელავში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თელავში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებდა. ოჯახი, ვისაც სახლი ეკუთვნის, იქ ზაფხულობით ჩადიოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მეუფე იაკობი – ქვეყანა ვითარდება, პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში

არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! – პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, წარმატებული პრემიერი იყო. “ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. რთულ პერიოდში იყო, ძალიან კარგად გაართვა თავი. არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! ადამიანი ხან იქნები თანამდებობაზე, ხან – არა. […]