ოსტინის თქმით, აშშ “ყველა საჭირო ქმედებას” განახორციელებს ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მიიღებს “ყველა საჭირო ზომას” თავისი ჯარების დასაცავად მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მერბძოლების თავდასხმამ დრონით სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა და ათობით დაიჭრა. კვირას მომხდარი თავდასხმა იყო პირველი სასიკვდილო დარტყმა აშშ-ს ჯარებზე ოქტომბერში ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს დაძაბულობის ესკალაციას. „ნება მომეცით […]

ლანდერჰოლმი: საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში

შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჰენრიკ ლანდერჰოლმი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს კრემლის მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა იღბალი ევროპის სხვა ქვეყნებშიც სცადოს. რუსეთზე საუბრისას, ლანდერჰოლმი ამბობს, რომ ყოველთვის ტრაგიკულად მიაჩნდა ის, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული სტაბილური და მდიდარი მეზობლების ყოლით. “მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას […]

აშშ იმეორებს, რომ იმოქმედებს იორდანიაში თავდასხმის პასუხად, უერთდება ბრიტანეთს ირანის ახალ სანქციებში

აშშ-მა კვლავ გამოხატა აღშფოთება და განაცხადა, რომ იმოქმედებს იორდანიაში აშშ-ის სამხედროების დაღუპვის პასუხად – დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელშიც აშშ ბრალს სდებს ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს. პარალელურად, ვაშინგტონმა და ლონდონმა გააძლიერეს ზეწოლა თეირანზე, კოორდინირებული სანქციების ახალი პაკეტით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 29 იანვარს გაიმეორა მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმული პირობა, რომ დრონით […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. „ბრძოლა ამჟამად ხან იუნისზეა ორიენტირებული, რომელიც სამხრეთით „ჰამასის“ დედაქალაქია“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია, ბევრი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა. ასევე, ისრაელის ჯარისკაცებმა ხან იუნისში […]

აშშ-ში სახლების გაყიდვის ბაზარი 30 წლის მინიმუმზეა – Associated Press

2023 წელს აშშ-ში საცხოვრებელი სახლის გაყიდვები შეადგენდა 4,09 მილიონ ერთეულს, რაც 18,7%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ეს არის ყველაზე რთული წელი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისთვის 1995 წლიდან. ამის შესახებ Associated Press იუწყება. როგორც აღინიშნა, საბინაო ბაზარმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. მთავარ მიზეზებს შორისაა: ბაზარზე რეკორდული მაღალი ფასები, ძვირი იპოთეკა და საცხოვრებლის დაბალი მიწოდება. ბინების საშუალო ფასი […]

თბილისში, საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. „ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8963 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9056 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

“ოსკარის” მთავარ ჯილდოზე წარდგენილი ფილმები

ატომური ბომბის “მამაზე“ შექმნილი ფილმი „ოპენჰაიმერი“ კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება. 13 ნომინაციით ეპიკური დრამა „ოსკარების“ წლევანდელ ნომინაციებშიც დომინირებს. მეორე ადგილზეა გოთიკური კომედია “საცოდავი არსებები”. ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმის უმაღლეს კატეგორიაში კიდევ 8 ფილმი წარადგინა. Facebook Forum

FBI: აშშ-ში 10-დან ერთი სიძულვილის დანაშაული სკოლებში ხდება

აშშ-ში სიძულვილის დანაშაულებიდან 10-დან ერთი სკოლებში ხდება – დაწყებითი კლასიდან უნივერსიტეტამდე, FBI-ის ანგარიშის მიხედვით. სამიზნე ყველაზე ხშირად შავკანიანი სტუდენტები არიან, რასაც მოჰყვება ებრაელი და „ლგბთ“ ადამიანები. 2018 წლიდან 2022 წლამდე სკოლები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ჩამონათვალში მესამე ადგილი იყო. საცხოვრებელი სახლებისა და გზების შემდეგ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სკოლების უმეტესობას 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში კორონავირუსული პანდემიის […]

სიჭინავა: იმედია, მთავრობის სხდომას არ წაიყვანს ერთ დღეს გავრილოვი, ამისთვის უნდა ვილოცოთ

ვხედავდით და ვიცით ბოლოს კონსტიტუციურ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას რა უსაფრთხოების რისკები შეუქმნა ამ ქვეყანას ირაკლი კობახიძემ გავრილოვის ჩამოყვანით და საკუთარ სავარძელში ჩასმით, მე იმედი მაქვს, მთავრობის სხდომას არ წაიყვანს ერთ დღეს სერგეი გავრილოვი და ამისთვის უნდა ვილოცოთ მთელმა ქვეყანამ.