FBI: -ში 10-დან ერთი სიძულვილის დანაშაული სკოლებში ხდება

აშშ-ში სიძულვილის დანაშაულებიდან 10-დან ერთი სკოლებში ხდება – დაწყებითი კლასიდან უნივერსიტეტამდე, FBI-ის ანგარიშის მიხედვით. სამიზნე ყველაზე ხშირად შავკანიანი სტუდენტები არიან, რასაც მოჰყვება ებრაელი და „ლგბთ“ ადამიანები.
2018 წლიდან 2022 წლამდე სკოლები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ჩამონათვალში მესამე ადგილი იყო. საცხოვრებელი სახლებისა და გზების შემდეგ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სკოლების უმეტესობას 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში კორონავირუსული პანდემიის გამო თვეების განმავლობაში დახურვა იყო.
ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში, სიძულვილის დანაშაულების მკვეთრი ზრდა აღინიშნა. FBI-ს სიძულვილის დანაშაულს განსაზღვრავს, რომ როგორც დანაშაულს, რომელიც მოტივირებულია დისკრიმინაციით ინდივიდის რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული უნარების თუ სქესის მიმართ.
FBI-ის მიერ დანაშაულის შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ სიძულვილის დანაშაულების რაოდენობა 2018 წელს დაახლოებით 8500-დან, 2022 წელს 13300-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სკოლებში სიძულვილით გამოწვეული ინციდენტების რიცხვი კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში. 700-დან 2018 წელს, 1336-მდე 2022 წელს.
დანაშაულთა თითქმის ორი მესამედი ბაღებსა და სკოლებში ხდება.
ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ სიძულვილის დანაშაულები, როგორც წესი სწორად არ აირიცხება, რადგან ის სამართალდამცავი ორგანოების სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა, იმის შესახებ, დაფიქსირდა თუ არა დისკრიმინაციული განზრახვა. გარდა ამისა, მსხვერპლთა ნაწილი არჩევს არ შეატყობინონ პოლიციას საკუთარი გამოცდილების შესახებ შურისძიების შიშით, ამბობენ ექსპერტები.
ისრაელ-ჰამასის ომმა, რომელიც ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, -ში როგორც ანტისემიტური, ისე ისლამოფობიური ინციდენტების ზრდა გამოიწვია, არასამთავრობო ჯგუფების თანახმად.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა