იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა – საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს […]
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ჩემთვის დღეს დაასრულა ფუნქციონირება

საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ფუნქციონირება დაასრულა – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლოს ერთადერთი სწორი ქმედება სარჩელების დაკმაყოფილება და არჩევნების შედეგების გაბათილება იყო. „საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა არ […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე – საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე – სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე – სასამართლოს პოზიცია

არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე – საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე – სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე – სასამართლოს პოზიცია, ამ დამოკიდებულების ხალხია, წაშალეს ყველანაირი ლოგიკა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც, მდინარაძის თქმით, განაცხადა, რომ „პარლამენტის ლეგიტიმაცია […]
ვახტანგ ხმალაძე – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და შეეცადნენ რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება – ჩემი შეფასებით, გამართლება არ გამოუვიდათ

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და შეეცადნენ რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება – ჩემი შეფასებით, გამართლება არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა […]
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში აქციებიდან სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ შორის საჭირო გახდა სამართალდამცავთა ჰოსპიტალიზაცია. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის და ხარისხის დაზიანებებით შედიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ყველა პაციენტი, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ასეთ დახმარებას იღებს. ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, […]
ამერიკაში, შავ პარასკევს ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ონლაინ გაყიდვებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს შავ პარასკევს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, სავაჭრო ცენტრების ტრაფიკი კი 52%-ით დაეცა. მყიდველებმა დახარჯეს თითქმის 9 მილიარდი დოლარი ონლაინ მაღაზიებში, ეს 22%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც ონლაინ გაყიდვები შეადგენდა $7,4 მილიარდს, იტყობინება MarketWatch, Adobe Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ყველაზე ხშირად შეძენილი ნივთები იყო Hot Wheels-ის სათამაშო მანქანები, ლეგოს კომპლექტები, […]
„თავად კობახიძე, რეალურად, მარიონეტია! მოლაპარაკება და არა დებატები კი მხოლოდ ივანიშვილთან უნდა შედგეს!.. მოლაპარაკების თემა უნდა იყოს ერთადერთი“ – ირაკლი ტაბლიაშვილი

„თავად კობახიძე, რეალურად, მარიონეტია! მოლაპარაკება და არა დებატები კი მხოლოდ ივანიშვილთან უნდა შედგეს!.. მოლაპარაკების თემა უნდა იყოს ერთადერთი“ – ირაკლი ტაბლიაშვილი ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი: „იცოდეთ, ვინც დღეს დებატებს გვთავაზობს, რუსია!.. თან, ჩვეულებრივი რუსი კი არა, არამედ, ქართულგვარიანი; აი, ორჯონიკიძე რომ იყო, ისეთი. მასთან დებატებს, მით უფრო კანცელარიაში, ის გამოიყენებს სათავისოდ! იტყვის – აი, პრემიერად მაღიარესო! […]
„საკმარისია თათბირები და თუ ხართ ლიდერები, გვაჩვენეთ ეს“ – გია ხუხაშვილი

„საკმარისია თათბირები და თუ ხართ ლიდერები, გვაჩვენეთ ეს“ – გია ხუხაშვილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „მგონი დროა, ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი საამაყო ახალგაზრდობა და წინა ხაზზე ვიხილოთ პოლიტიკოსები, ვისაც ხმა მისცა ხალხმა და ჩააბარა ევროპული მომავლის მანდატი. სტიქიით იწყება ყველაფერი, მაგრამ მერე უნდა მოვიდეს გეგმაზომიერი წესრიგი. საკმარისია თათბირები და თუ ხართ ლიდერები, გვაჩვენეთ ეს – აიღეთ […]
Tuttosport: მიქაუტაძის კანდიდატურა “იუვენტუსისთვის” პრიორიტეტულია

“ტუტოსპორტის” ცნობით, “იუვენტუსი” ზამთარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის პრიორიტეტული “ლიონის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა. გამოცემა წერს, რომ “ნიცასთან” მატჩის შემდეგ მიქაუტაძე საკუთარ სახლში ძარცვის მსხვერპლი გახდა, თუმცა ფეხბურთზეა კონცენტრირებული, ასევე მნიშვნელოვანია სატრანსფერო ბაზარი, “იუვენტუსი” მზადაა თავდამსხმელზე საუბარს დაუბრუნდეს, რომელიც კვარაცხელიას თანანაკრებელია და რომელიც ზაფხულში “ლიონმა” “მეცისგან” 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ფინანსური […]
თუ უცხოეთში იქნება საჭირო გადაყვანა, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას – სარჯველაძე 22 წლის დაშავებულ მომიტინგეზე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის მომიტინგის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მათ შორის, უცხოეთში გადაყვანას უზრუნველყოფს. „მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, — ამბობს იგი.