წამებაა დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, დაზიანებების ადგილი და სიმძიმე, რომელიც პოლიციელებმა დემონსტრანტებს მიაყენეს, პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო პროპორციულ ძალას უყენებდა. ომბუდსმენი მივიდა დასკვნამდე, რომ „დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“. „მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც […]
ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინა მალე არ უნდა მოელოდეს ალიანსში გაწევრიანებისთვის მიწვევას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია მოელოდეს, როგორც ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა, ნატოში გაწევრიანებისთვის მალე მიწვევას. ეს რიუტემ განაცხადა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრის დაწყებისას. რიუტეს თქმით, ნატო ახლა დაკავებულია მეტად სამხედრო დახმარებით და ნაკლებად იმით, როგორი იქნება სამშვიდობო პროცესი. ნატოში უკრაინის შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი უსაფრთხოების პოლიტიკის […]
„ის მაინც გვეცოდინება, რომ ყველაფერი ვცადეთ“ – ნათია ფანჯიკიძე

„ის მაინც გვეცოდინება, რომ ყველაფერი ვცადეთ“ – ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: „სამოქალაქო დაპირისპირება უკვე სახეზეა და შეუქცევად ფორმას იღებს, რაც თანდათან უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს, თორემ ხალხსა და მთავრობას შორის გამართული ომი ყოველთვის ხალხის გამარჯვებით სრულდება, ლაპარაკი მსხვერპლისთვის თავის არიდებაზე და ქვეყნის გარე საფრთხისგან გადარჩენაზეა. ომის შეწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებით არის შესაძლებელი, მიუხედავად იმ წინასწარი […]
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. ჯერჯერობით, გუშინდელი ამ დროისგან განსხვავებით, გომელაურის თანამშრომლებს არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციას მონაწილეები ყოველ წუთას ემატებიან. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია სპეცრაზმი. თბილისის პარალელურად, თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, რუსთავში ქუჩაშია გამოსული ხალხი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – საქართველოში გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას , – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს და დაიცვას, ოთხი ღამის […]
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას დასთანხმდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას დასთანხმდა. შეხვედრა ტელეკომპანიის ადმინისტრაციასა და შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ დამთავრდა. როგორც ჯგუფი „წინაპრების“ ერთ-ერთმა წევრმა, თათია მექვაბიშვილმა განაცხადა, გადაცემა დაახლოებით, 22:00 საათზე დაიწყება. „მანამ, სანამ ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ყოველდღე პრაიმტაიმში საზოგადოების წარმომადგენლებს ეთერი დაეთმობათ. დღევანდელი ეთერი სრულად მათ დაეთმობათ. რაც შეეხება ფორმატს, იქნება საზოგადოების […]
მამუკა მდინარაძე – ჰიტლერი, ლენინი და სააკაშვილი – მეტი გახსენდებათ სადმე ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება? ცდილობენ ჩართვას ვითომ პატრიოტული, ტყუილზე დაფუძნებული მესიჯებით, მათ მომხრეებს მივმართავ, მეტი რა უნდა ქნან, მიხვდეთ, ფაშისტები რომ არიან?!

სკამის დაკარგვის შიშით ასეთი ემოციური ფონი თუ ექნებოდა [სალომე ზურაბიშვილს], ასეთ გამოცდილ ადამიანს, პატარა ბავშვი ხომ არ არის, ასე თუ დააკარგვინებდა სახეს, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკაში ჩართვაზე დაიწყებდა ლაპარაკს და მერე, ვიღაცები აყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჰიტლერის, ლენინის, სააკაშვილის […]
პრემიერი – საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს მიხეილ ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა – შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, ხვალ, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაუთმოს. კობახიძე დისკუსიაში იწვევს ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. მისი თქმით, დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო […]
ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას დღეს კონსტიტუცია საბოლოოდ “გადაახია”. მათი თქმით, “ქართული ოცნება” 12 წელია წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და მუდმივად გადაბრალების რეჟიმშია. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილების გარდა არაფერი გაუკეთებია. “ბოლო იმედი იყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ჩაგვიხურეს. სპეცრაზმელებს მივმართავ დაფიქრდით, მოვა […]
ზურაბიშვილი: კონსტიტუციას დანა ჩაარტყეს და მთლიანად დახიეს

დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს. რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი, ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია – ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება […]