„საქსტატი“ – 2023 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 234.6 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 21.4%-ს შეადგენს

2023 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 234.6 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 21.4 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.7%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.4%-იანი წილით. „2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მილიონი შემოსვლა […]
“კორუფციის აღქმის ინდექსით” საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”. მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა. “კორუფციის აღქმის ინდექსი” ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, როცა 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. […]
დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ IRGC-ის წევრ 7 ირანელს სანქციები დაუწესეს

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული 7 ადამიანი და 1 ორგანიზაცია დაასანქცირეს. მათი თქმით, ამ სანქციების მიზანია აშშ-ს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ირანიდან მართული საფრთხეების აღკვეთაა. ადამიანები და ორგანიზაცია, რომელსაც აღნიშნული სანქციები ეხება, ბრიტანული მხარის ცნობით, ჩართული არიან ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ კრიმინალურ საქმიანობაში და ბრიტანეთის ტერიტორიაზე მყოფ ირანელ გამოქცეულ ჟურნალისტებს და […]
მერია: წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება. ამის შესახებ ტაბულას თბილისის მერიაში უთხრეს. “გამზირის ერთ მხარეს 3 ფენა ასფალტის დაგება უკვე დასრულებულია, მეორე მხარეს კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საგზაო ნაწილზე მუშაობა 1-ელ თებერვალს დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება”. – განუცხადეს ტაბულას თბილისის მერიაში. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად, 16 იანვარს თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან […]
თურქეთი, რუსეთი, სომხეთი – სამეული საიდანაც საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოვიდა

2023 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 234.6 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 21.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.7%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.4%-იანი წილით. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (315.2 ათასი), რუსეთის ფედერაციის (269.4 ათასი) და სომხეთის (226.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11,279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. ამ ობიექტების აშენების შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობები შეემატება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი. 2023 წელს გაცემული ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% […]
თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება

წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება. „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და […]
მასკი: Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედისმომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ. […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, […]
პროკურატურამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. „კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან […]