არასამთავრობოები – პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა

დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია. მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული […]
პროკურატურამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა […]
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 ქულით გაუარესდა – მიზეზები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის თანახმად საქართველოს შედეგის გაუარესება ელიტური კორუფციის მასშტაბების ზრდით არის განპირობებული. საქართველოს ახალი შეფასება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება. კორუფციის აღქმის ინდექსის […]
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 3%-ით შემცირდა

2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მილიონი შემოსვლა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 1.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის IV […]
მასკის განცხადებით, Neuralink-მა პირველ პაციენტში ტვინის ჩიპის იმპლანტაცია წარმატებულად განახორციელა

ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-მა პირველ პაციენტში ტვინის ჩიპის იმპლანტაცია წარმატებულად განახორციელა. „გუშინ პირველმა ადამიანმა მიიღო იმპლანტი Neuralink-ისგან და კარგად გამოჯანმრთელდა. „თავდაპირველი შედეგები აჩვენებს ნერვული მწვერვალების პერსპექტიულ აღმოჩენას“, – დაწერა მასკმა X-ზე. იმპლანტი საშუალებას მისცემს ადამიანს გააკონტროლოს ციფრული მოწყობილობები აზროვნების ძალით. მასკის თქმით, მოხალისე თავს კარგად გრძნობს. კომპანიის მიზანია შექმნას ჩიპი, რომელიც ხელს შეუწყობს თავის ტვინისა […]
NGO-ები: ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ პარლამენტში, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, პარლამენტი ვალდებულია სამოქალაქო სექტორს მისცეს “საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.” “29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის […]
რიკოთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები გაუქმდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. დეპარტამენტის განცხადებით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება […]
თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება

წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება. „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე […]
მიხეილ სარჯველაძე – არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ – კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია

არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ – კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება. ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, ეს საჭიროება არჩევნებით გამოწვეული არ არის. […]