ასლან ბჟანია – სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა აფხაზეთის ხელმძღვანელობის და მოსახლეობის უმთავრესი ამოცანაა

სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ვლადიმირ ანუასთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის. უკრაინაში არსებული ვითარებისა და საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, იზრდება სამხედრო კონფლიქტების […]
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. დაცვის […]
პატარა ეპიზოდები დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან

30 წლის სამხედრო მოსამსახურე დავით კლდიაშვილი ერთ-ერთი შვებულების დროს სოფელ ხომულს სწვევია, სადაც აზნაურ პავლე მაჭავარიანის ქალიშვილი – მარიამი გაუცნია, რომელიც შემდეგ მისი ერთგული თანამეცხედრე გახდა. მარიამი თურმე ამტკიცებდა, რომ ეს “პატარა ოფიცერი” სიზმარში ჰყავდა ნანახი. განათლებული და მომხიბლავი მარიამი მეუღლეს მუდამ მხარში ედგა – მაშინაც, როცა სამხედრო სამსახურის დროს სიფიცხე მოუვლიდა და მაშინაც, როცა […]
ჩიქობავასა და ხასაიას მხარდასაჭერად ილიაუნის რექტორმა სააპელაციოს მიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. როგორც რექტორი წერილში აღნიშნავს, ორივე მათგანს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა უწყვეტად ყოფნა თავიანთ სფეროში, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი სამეცნიერო კარიერის, ისე შესაბამისი დარგების […]
ბლინკენი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამის შესახებ ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბლინკენის თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დასავლელი პარტნიორები გააქტიურდნენ და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და რუსეთის დამარცხებისთვის. “დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს […]
რუსეთი უკრაინას თავს 35 დრონით დაესხა

30 იანვრის გამთენიისას რუსეთი უკრაინას თავს 35 დრონით დაესხა. თავდასასხმელად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შაჰედ 136-ისა და შაჰედ 131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 15 დრონის ჩამოგდება შეძლო. თავდასხმის სამიზნეები იყო ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიევის ოლქები. ამას გარდა, С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის 2 რაკეტით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში […]
გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე – არ მინდა ვინმემ გაივლოს აზრი, რომ პარტიის ლიდერობა არის დაკნინება – თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება გამართლებულია

გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება – თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განაცხადა. ცვლილებების კონტექსტში გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს. “ეს არის ორი ფლანგი, პარტიული “ლიდერშიპი” და […]
დარეგისტრირდი – 500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „გახდი 500 Georgia-ს 50-ზე მეტი სტარტაპის ქსელის წევრი, დარეგისტრირდი მეექვსე ნაკადზე და მიიღე მონაწილეობა აქსელერაციის პროგრამაში. განაცხადის შესავსებად გადადი ბმულზე. 2020 წლიდან 500 Global-ი, „საქართველოს ბანკთან“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. […]
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე სიმშვიდესა და თავშეკავებას გამოიჩენს, რათა შურისძიების მანკიერი წრე თავიდან ავიცილოთ და რეგიონული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა. „აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები მივიღეთ. […]
Reuters – ბელგიელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ზებრუგეს პორტის ბლოკირებას აპირებენ – ფერმერთა აქციები იმართება საფრანგეთსა და გერმანიაშიც

ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანგი ფერმერების პროტესტს ბელგიელი ფერმერებიც შეუერთდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, ისინი გეგმავენ ზებრუგეს პორტის ბლოკირება მოახდინონ და გემებს კონტეინერების გადაზიდვის საშუალება არ მისცენ. აქტივისტები საწვავის ფასის ზრდასა და უცხოური იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსაც აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. ფერმერებმა […]