ნატოს მინისტერიალი დაიწყო- მარკ რუტემ კომენტარი საქართველოზეც გააკეთა

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტერიალს, რომელიც ბელგიის დედაქალაქში დღეს და ხვალ, 3-4 დეკემბერს იმართება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრება. საგარეო უწყების ლიდერის როლში, ეს მისი ბოლო მინისტერიალია. შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ხელისუფლებას არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაიბარებს. ალიანსი განიხილავს მიმდინარე კონფლიქტებს უკრაინაში, თუ ახლო აღმოსავლეთში და მათ გავლენას […]

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ შსს-ს“

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ შსს-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. „30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან” […]

„2000 წლიდან ჩემს თვალწინ ჩაუვლია ყველა მნიშვნელოვან პროტესტს, და არცერთზე არ დაუკავებიათ და არ უცემიათ (უწამებიათ, დიახ, უწამებიათ) ამდენი ადამიანი“ – გიორგი მშვენიერაძე

„2000 წლიდან ჩემს თვალწინ ჩაუვლია ყველა მნიშვნელოვან პროტესტს, და არცერთზე არ დაუკავებიათ და არ უცემიათ (უწამებიათ, დიახ, უწამებიათ) ამდენი ადამიანი“ – გიორგი მშვენიერაძე „დემოკრატიის მცველების“ წევრი, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე: „2000 წლიდან ჩემს თვალწინ ჩაუვლია ყველა მნიშვნელოვან პროტესტს, და არცერთზე არ დაუკავებიათ და არ უცემიათ (უწამებიათ, დიახ, უწამებიათ) ამდენი ადამიანი, რამდენიც ახლა. და მაინც, განსხვავებით სხვა […]

ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან ქალთა აქციები გაიმართება – მისამართები

ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან ქალთა აქციები გაიმართება – მისამართები 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ქალთა აქციები გაიმართება: ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. […]

სახალხო დამცველი – პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს – დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მეხუთე დღეა უწყვეტად ხვდებიან აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს და დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს. „მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის […]

შს მინისტრის მოადგილე – დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს

დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე – დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. “ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი […]

დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. განცხადებას 90-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე უერთდება. „ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და […]

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ. “დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის […]

შეშფოთებას იწვევს არაპროპორციული ძალის გამოყენება — გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვოლკერ ტურკი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ შეშფოთებას იწვევს არაპროპორციული ძალის გამოყენება. ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად გამოხატონ აზრი. ამავე დროს, ვოლკერი მოუწოდებს მომიტინგეებს, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი. მისივე თქმით, გამოწვევაა, რომ შეუძლებელია მიტინგის დარბევაში მონაწილე სამართალდამცავების ამოცნობა.