„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა“ – ირაკლი კობახიძე

ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ ოთხი მცდელობა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 9.8 % იყო 3 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა, 2021, 2022, 2023 წლებში, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 10 %-ია. […]
დეკემბრის ჯავშნების თითქმის 60% გაუქმებულია. ზარალი მილიონებს შეადგენს – შალვა ალავერდაშვილი

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ დეკემბრის თვის ჯავშნების 60% უკვე გაუქმებულია და ტურისტები დაგეგმილ ვიზიტს ყოველდღიურად აუქმებენ. მისი შეფასებით რთულია ზარალის ზუსტი ოდენობის დასახელება, თუმცა ის მილიონებს უკვე გასცდა. ,,ქვეყანაში შექმნილი ვითარება უკვე აისახა სექტორზე. ტურიზმი ეს არის ყველაზე მყიფე ბიზნესი […]
“აღარ მოვემსახურებით არცერთ პოლიციელს, მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც არ დგას ხალხის მხარეს” – “ზუკას ველო მაღაზია”

ქუთაისში, ველოსიპედების მაღაზია, “ზუკას ველო მაღაზია” აღარ მოემსახურება მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ხალხის მხარეს არ დგას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ჩვენი მაღაზია და სახელოსნო აღარ მოემსახურება არც ერთ პოლიციელს, მერიის არც ერთ თანამშრომელს და არც ერთ საჯარო მოხელეს, რომლის იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ და არ დგას ხალხის […]
რატომ გადაწყვიტეს “სამ ძმაში” ფოიერვერკები შერჩევითად გაეყიდათ?

კომპანია “სამი ძმა” ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის. როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, კომპანია შეზღუდვებს პიროტექნიკის საბითუმო გაყიდვებზეც აწესებს და საქონელს საბითუმოდ თავის ტრადიციულ მომხმარებელზე გაყიდის, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა აბელ კაპანაძემ bm.ge-ის განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ ივანიშვილის პარტიის დატივების შესახებ ასე ეხმაურება: „დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი – ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ – დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ , – საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, […]
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად – 5

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე […]
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამ წუთებში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. “პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დაკავებისას არ ემორჩილებოდა”,- აცხადებს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
„გადარჩენილი ვარ“ – ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა

ზვიად მაისაშვილი – გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს, პროევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. თავად ზვიადისთვის სიმბოლურია, რომ ბიძამისი, 2000-იანი წლების ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, გია მაისაშვილი 2009 წელს მძიმედ დაშავდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას […]
რომელია ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტი?

აეროპორტი “სტამბოლი“ ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგშია, რომელმაც 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით დღიურად 1318 რეისი მიიღო. ამის შესახებ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „ევროპული ავიაციის ანგარიშშია“ აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, აეროპორტმა “სტამბოლმა“ პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის. აეროპორტ „სტამბოლს“ რეიტინგში მოსდევს ლონდონის ჰითროუ 1243 დღიური რეისით, ამსტერდამის შიფჰოლი 1240 რეისით და ფრანკფურტის […]