მალენი “დორტმუნდის” დატოვებას აპირებს

ნიდერლანდების ნაკრების 25 წლის შემტევმა დონიელ მალენმა შეიძლება ზამთარში “დორტმუნდი” დატოვოს, – იტყობინება ky Sport-ი. თავად მალენს გუნდის გამოცვლა სურს და ამ მიზნით ახლახან აგენტი გამოიცვალა. გერმანული კლუბი მალენს 25-30 მილიონ ევროდ აფასებს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა, რადგან იმ პოზიციაზე, სადაც ის თამაშობს, სხვა ფეხბურთელები ჰყავს. ამ სეზონში მალენმა 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა […]
წელს 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი – Galt&Taggart

10 თვის მოსალოდნელზე მაღალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას, Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს. ინფორმაციისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდა 11.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.0%-ით გაიზარდა. ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა […]
საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა – ირაკლი კობახიძე

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა“ – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს […]
ჩინეთიდან საქართველოზე გამავალ შუა დერეფნის გასწვრივ უკვე 300 საკონტეინერო მატარებელი გავიდა

ჩინეთის ქალაქ სიანის ყაზახურ-ჩინური ტერმინალიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მე-300-ე, საიუბილეო საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. მონაცემებს ყაზახეთის რკინიგზა ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაზიდვა აზერბაიჯანულ ADY Express-თან და ჩინურ კომპანია Xi’anFree Trade Port-თან თანამშრომლობით განხორციელდა. ყაზახეთის რკინიგზა წერს, რომ „საიუბილეო მატარებელი, რომელიც ყაზახეთის გავლით აზერბაიჯანში მიემგზავრება, შუა დერეფნის მიმართ ტვირთის გამგზავნთა დიდ ინტერესს […]
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს. „საომარ მდგომარეობას ვაცხადებ, თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დასაცავად და ამაზრზენი პრო-ჩრდილო კორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალების გასანადგურებლად“, – განაცხადა იუნ სულ იოლმა. მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]
ოლექსი გონჩარენკო – ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის

ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის, – ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის რადადან მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელმა დეპუტატებმა მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშები გამოფინეს. გონჩარენკოს თქმით, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს. „უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც […]
მამუკა მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე – როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო, თქვა, ფეიერვერკის ნაწილი მომხვდაო, ექიმები ეჭვობენ, რომ მას სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა – დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანებაა

ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანმა, როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო და ა.შ. ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკების გასროლილი ნაწილი მომხვდაო, თუმცა არ იცის, ექიმის გადმოცემით, გახეთქილი თუ სრული. ანუ ექიმები ამ დროს ერიდებიან ხოლმე ინტერპრეტაციას თავისი სიტყვით, ანუ სრული რას ნიშნავს, ამ ახალგაზრდა კაცმა რა თქვა, სრულში რას გულისხმობდა არავინ იცის, მაგრამ მოვა გონზე, კარგად […]
4 დეკემბერს, 15:00-ზე, რაიონულ ცენტრებში პოლიციის შენობებთან ქალთა აქცია გაიმართება

4 დეკემბერს, 15:00-ზე საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში მდებარე პოლიციის შენობასთან ქალთა აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თვითორგანიზებულად პასუხს მოთხოვენ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს. “ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ […]
კობახიძე ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის გამოცხადებულ შეხვედრაზე: „ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია”

ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია საქართველოში ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს. ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჰქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და რომ მათი შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა. „ეს […]
პრეზიდენტი: დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანა არის იმ “ძალიან სახიფათო” მდგომარეობაში, სადაც “დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში”. ამით, იგი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არჩევნებზე სარჩელების წარმოებაში არმიღებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ბრიფინგი საკონსტიტუციო სარჩელის ავტორ პოლიტიკოსებთან და კონტიტუციონალისტებთან ერთად ჩაატარა. “დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს და ქვეყანას, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რამეთუ ის შანსი, […]